გიორგი გიგაშვილისა და გერმანიის ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტები საქართველოში

ორკესტრს მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.

1-3 სექტემბერს საქართველოში გერმანიის ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრის (Bundesjugendorchester) ტურნე გაიმართება. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ახალგაზრდული ორკესტრი თბილისსა და ქუთაისში სამ კონცერტს გამართავს. კონცერტებზე დაუკრავს პიანისტი გიორგი გიგაშვილი. ორკესტრს კი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.

1-ელ სექტემბერს მუსიკოსები მსმენელის წინაშე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარდგებიან. შესრულდება რახმანინოვის, ყანჩელისა და მუსორგსკის ნაწარმოებები.

2 სექტემბრის კონცერტს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის „აუდიტორია” უმასპინძლებს. პროგრამაში იქნება კორძისა და მუსორგსკის ნაწარმოებები.

3 სექტებმერს კი ორკესტრი ქუთაისს ეწვევა და რახმანინოვის, ყანჩელისა და მუსორგსკის შემოქმედებას ამჯერად ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე დაუკრავს.

პროექტს სოლოსთან, ვიზასა და გოეთეს ინსტიტუტთან ერთად Stockton ახორციელებს. 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

შემდეგი სტატია

კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი