Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს

Quemmekh მუსიკალური შოუს საიდუმლო სტუმარს აანონსებს და კამპანიის ფარგლებში ახალ ვიდეოს აქვეყნებს
Quemmekh
Unburned Live

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ, სახელწოდებით Unburned Live ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია. დაანონსებულ მუსიკალურ შოუზე Quemmekh-ს სცენაზე სპეციალურად მოწვეული სტუმარი შეუერთდება, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე უცნობია.

ახლახან Quemmekh-მა Unburned Live-ის კამპანიის ფარგლებში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც შოუს სწორედ ამ საიდუმლო სტუმრის ნაწილს ეძღვნება. ვიდეოში მონაწილეობენ ლექს-სენი, ლელა წურწუმია, Kirame და Kordz. უცნობია ისიც, მოწვეული სტუმარი ამ არტისტებიდან იქნება თუ არა.

Unburned არის Quemmekh-ისა და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია დინი, 2025 წლის CFDA მოდის დაჯილდოებაზე, 3 ნოემბერი, ნიუ იორკი. ფოტო: სტეფანი აუჯელო

ოლივია დინი ამბობს, რომ პოპ-მუსიკის შექმნა სათაკილოდ მიაჩნდა

შემდეგი სტატია

Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი