„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
Vinda Folio – „თუ ასე ტურფა იყავი“

ქართველმა არტისტმა, Vinda Folio-მ ახალი სიმღერა, სახელწოდებით „თუ ასე ტურფა იყავი“ გამოუშვა. კომპოზიცია ამავე სახელწოდების ცნობილი სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსიაა.  

„თუ ასე ტურფა იყავი“ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ცნობილი ნიმუშია. სიმღერის ყველაზე გავრცელებულ და ცნობილ ვერსიას მსმენელი ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით იცნობს.

ახალი ქავერ-ვერსიის მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.  

Vinda Folio ქართველი მუსიკოსის, გიტარისტის, პროდიუსერისა და რეჟისორის, თემო ეზუგბაიას პროექტია. 2010-იანი წლების დასაწყისიდან ის ჯგუფ Kung Fu Junkie-ს წევრი იყო. 2012 წელს მან ერეკლე დეისაძესთან ერთად დუეტი, სახელწოდებით Eko & Vinda Folio ჩამოაყალიბა, სადაც მუსიკალურ პროდიუსინგზე თავად Vinda მუშაობდა. 2015 წლიდან მან ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყო. 2021 წელს არტისტმა საავტორო კომპილაციური ალბომი გამოსცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SCREEN SOUNDS

Screen Sounds – მუნჯი კინო ცოცხალი მუსიკალური იმპროვიზაციით

შემდეგი სტატია

ლადო ბურდულისა და ჯგუფ „რეცეპტის“ ფირფიტის, „რჩეული სიმღერების“ პრეზენტაცია

ლადო & რეცეპტი: „რჩეული სიმღერები“ – ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა ახალ ფირფიტას წარადგენს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი