„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.

ჯგუფი „ისინი” ახალ სიმღერასა და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს აქვეყნებს. კომპოზიციაზე, სახელწოდებით „დროის მანქანა,” მუსიკოსები ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. 

„ზოგჯერ სიმღერა შეიძლება კონკრეტულ პერიოდს, ადგილს, ადამიანებსა და იმ განცდებს ინახავდეს, რომელში დაბრუნებაც შეუძლებელია, მაგრამ ხშირად გინდება, რომ დაბრუნდე. „დროის მანქანა” ჩვენი პატარა დროის კაფსულაა, რომელშიც ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „დავაკაფსულეთ” და მასში სულ ვბრუნდებით, როცა მოგვინდება. სწორედ ამისთვის შეიქმნა ეს სიმღერა – ერთგვარი კოლექცია მოგონებებისა, რომლებიც თავის დროზე შეიძლება ზოგი ჩვეულებრივად, ზოგი კი არაჩვეულებრივადაც გვეჩვენებოდა, თუმცა რაც დრო გავიდა, იმ „უმნიშვნელოსაც” მნიშვნელობა მიეცა და შეგვიყვარდა,” – ამბობენ Billboard საქართველოსთან საუბარში ჯგუფის წევრები.

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავად სიმღერა და გამოსახულება ხდება ასეთი მანქანა. ვიდეოკლიპიც ამ იდეის გაგრძელებაა. ჯგუფისთვის დამახასიათებელი ნოსტალგიური ესთეტიკითა და ფერებით შექმნილი ვიდეო თავად ჯგუფის წევრებმა, ზვიადმა და იამ, ტელეფონით, ვერტიკალურ ფორმატში გადაიღეს, რაც სიმღერის ნამდვილ ემოციებს მაქსიმალურად გულწრფელად გამოხატავს. 

„მთლიანობაში, კლიპი ჩვენთვის მხოლოდ სიმღერის ვიზუალური გაგრძელება არ არის. ის თვითონაც იმ ზაფხულის ნაწილია, რომელსაც ეს სიმღერა ინახავს. ალბათ ყველას აქვს გონებაში საკუთარი მოგონებებიდან ისეთი კადრები, რომლებიც უყვარს და არასდროს წაშლიდა. იქნებ, ამ სიმღერის მოსმენის დროს ადამიანები სწორედ იმ მოგონებებს დაუკავშირდნენ… ამიტომაც გვაქვს ტექსტში ფრაზა: „ამ კადრებს არ წავშლი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

შემდეგი სტატია

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი