ენ ჰეთეუეი ამჯერად პოპვარსკვლავის იმიჯს მოირგებს. The Hollywood Reporter-მა გაამხილა, რომ მსახიობი Black Panther: Wakanda-ს ვარსკვლავ მიკაელა კოელთან ერთად ფილმში Mother Mary გამოჩნდება.
Სცენარის ავტორი და რეჟისორი დევიდ ლოურია. ფილმს სტუდია A24 გადაიღებს, რომელმაც უკვე 7 ოსკარის მფლობელი Everything Everywhere All at Once გადაიღო.
როგორც სტუდია აღწერს, Mother Mary არის „პოპ მელოდრამა, რომელიც გამოგონილი მუსიკოსისა (ენ ჰეთეუეი) და მოდის საკულტო დიზაინერის (მიკაელა კოელი) ურთიერთობაზეა.”
მუსიკოსის შესახებ ფილმი, რა თქმა უნდა, ძლიერ მუსიკასა და კომპოზიტორებს მოითხოვს. ამის ნაკლებობა კი Mother Mary-ს არ ექნება, რადგან ფილმისთვის მუსიკას ჯეკ ანტონოფი დაწერს. მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობას მიიღებს Charli XCX-იც. ხოლო ფილმის მთავარ საუნდტრეკს დენიელ ჰარტი შექმნის.
ახალი ამბის გავრცელების შემდეგ Charli XCX-მა ინსტაგრამზე ჯეკ ანტონოფთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.