გრეტა გერვიგის ფილმში – Barbie დუა ლიპა ქალთევზა ბარბის როლს ასრულებს

ახლახან, ფილმის პერსონაჟების ამსახველი ოფიციალური პოსტერები გამოქვეყნდა.
დუა ლიპა
Getty Images

ოფიციალურად დადასტურდა, რომ დუა ლიპა გრეტა გერვიგის ახალ ფილმში – Barbie-ში მსახიობის ამპლუაში გამოჩნდება. მომღერალი ფილმის ვარსკვლავურ შემადგენლობას შეუერთდა და ფილმში ქალთევზა ბარბის როლში ვიხილავთ. 

ამის  შესახებ ოფიციალურად ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ფილმის პოსტერების სერია გამოქვეყნდა. ერთ-ერთ მათგანზე დუა ლიპაა აღბეჭდილი. 

გამოქვეყნებულ პოსტერებში თითოეული მსახიობი ცნობილი სათამაშოს ბრენდირებით არის წარმოდგენილი. პოსტერებს ბარბის აღწერილობა და სტატუსი აქვს მითითებულ. მაგალითად დუა ლიპას პოსტერზე წერია – „ეს ბარბი ქალთევზაა“. 

გრეტა გერვიგის ფილმში მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს. პროექტში ლიპას მონაწილეობაზე ხმები დიდი ხნის წინ გავრცელდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სოციალური მედიის ერთ-ერთმა მომხმარებელმა შენიშნა, რომ ინსტაგრამზე ფილმის ოფიციალურ ანგარიშს დუა ლიპა ჰყავდა გამოწერილი. 

არსებობს ვარაუდი, რომ დუა ლიპამ Barbie-ის პროექტთან მუსიკოსის ამპლუაშიც ითანამშრომლა, თუმცა ეს ჯერჯერობით დაუდასტურებელია. 

ნახეთ Barbie-ის პოსტერი, რომელზეც დუა ლიპაა აღბეჭდილი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა სეიმურ სტეინის გარდაცვალებას ეხმაურება: „მან ჩემი სამყარო შეცვალა”

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი ფარელ უილიამსს 50-ე დაბადების დღეს ულოცავს: „ჯერ ახლა იწყებ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი