ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმში ტიმოთი შალამე იმღერებს

რეჟისორმა ჯეიმს მანგოლდმა ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად წარმოების პროცესშია.
ტიმოთი შალამე დოლბის თეატრში, ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე. 2022 წლის, მარტი. ფოტო: გილბერტ ფლორესი.
ტიმოთი შალამე დოლბის თეატრში, ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე. 2022 წლის, მარტი. ფოტო: გილბერტ ფლორესი.

ლონდონში, Collider-თან ინტერვიუს დროს ჯეიმს მანგოლდს ჰკითხეს, იმღერებს თუ არა ტიმოთი შალამე ბობ დილანის როლის შესრულებისას, რაზეც რეჟისორმა უპასუხა: „რა თქმა უნდა.“

რეჟისორ  ჯეიმს მანგოლდის თქმით, პროექტის წარმოება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება. ფილმს ელაიჯა უაილდის წიგნის Dylan Goes Electric და ჯეი კოქსის სცენარის მიხედვით გადაიღებენ.

„ეს იყო ამერიკულ კულტურაში საოცარი დრო. ახალგაზრდა 19 წლის ბობ დილანის ისტორია, რომელიც ნიუ იორკში ორი დოლარით ჩავიდა, მსოფლიო სენსაცია გახდა.  ძალიან საინტერესო რეალური ისტორიაა იმ პერიოდის ამერიკაში.“ – თქვა რეჟისორმა ჯეიმს მანგოლდმა.

ნახეთ ინტერვიუს ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ ქროსბი კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ABBA-ს გიტარისტი ლას ველანდერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვიკა კალანდია - მსახიობი ფოტო: გიო მაჭავარიანი

კადრში და კადრს მიღმა მსახიობ ვიკა კალანდიას შემოქმედებითი გზა

“ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე, ცხოვრების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა, თუმცა მე მსახიობი ვარ და სხვა არაფერი მინდა.”
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი