ბიონსე Time-ის 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაშია

„ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავკანიანი არტისტია.”
ბიონსე 2023 წლის გრემიზე საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გამარჯვებისას
Emma McIntyre/GI for The Recording Academy

ბიონსე Time-ის მიერ დასახელებულ 2023 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდა. მომღერლის მნიშვნელობაზე მისი ბოლო ალბომის Renaissance-ის თანაპროდიუსერი ჰანი დიჟონი წერს:

„2003 წელს ბიონსემ მისი ჰიტი Crazy in Love შეასრულა. ეს შესრულება ასახავდა შავკანიანი არტისტების მემკვიდრეობასა და კულტურას, დაწყებული ჯოზეფინ ბეიკერით, დამთავრებული ტინა ტერნერით, ჯეიმს ბრაუნითა და პრინცით. ის, თუ როგორ ფლობდა სცენას და უძღვებოდა ბენდს, სრულყოფილი იყო. სწორედ ამ შესრულებით დაიმკვიდრა მან ადგილი პანთეონში, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შავკანიანი არტისტი.”

დიჟონმა ასევე აღნიშნა, რომ ბიონსეს 2022 წლის მეშვიდე სტუდიური ალბომი „კიდევ ერთი ისტორიული მომენტი იყო, რომელმაც ყველაფერთან ერთად დიდი სამსახური გაუწია შავკანიან ქვიარ კომუნას. შემდეგ კი ბიონსე ყველაზე ბევრი „გრემის“ მფლობელი გახდა.”

32 ჯილდოთი წელს ბიონსემ კლასიკური მუსიკის დირიჟორ სერ გეორგ შოლტის გადაუსწრო და „გრემის” ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა.

„ბიონსეს უშიშრობა, ნიჭი, სილამაზე და არტისტიზმი შავკანიანი ქალი არტისტებისთვის შთაგონების წყარო კიდევ ათასწლეულები იქნება.” – ამ სიტყვებით ასრულებს ჰანი დიჟონი თავის მესიჯს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილის, ნინი ნუცუბიძის, ნიკალა ზუბიაშვილისა და მარიამ კუბანსკის  კონცერტები გერმანიაში

შემდეგი სტატია

Racing Green Hoojey – მწვანე „ხულიგანკას” ისტორიები Melqo-ს ახალ ჰიპ-ჰოპ კომპოზიციაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი