მაიკლ ჯექსონის სიმღერის – They Don’t Care About Us ვიდეოს YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

მუსიკოსის საპროტესტო ჰიმნის კლიპი ბრაზილიაშია გადაღებული.
მაიკლ ჯექსონი, They Don’t Care About Us

მაიკლ ჯექსონის სიმღერის სახელწოდებით They Don’t Care About Us მუსიკალური ვიდეო YouTube-ზე მილიარდ ნახვას გასცდა. 

საპროტესტო ჰიმნი 1996 წელს გამოვიდა. სინგლი შესულია ჯექსონის მეცხრე სტუდიურ ალბომში, სახელწოდებით  HIStory: Past, Present and Future, Book I. 

მუსიკალური ვიდეო ბრაზილიაშია გადაღებული  და მისი რეჟისორი სპაიკ ლია. ვიდეოში თავად ჯექსონი მონაწილეობს. ვიდეოს გადაღება ხმაურიანად მიმდინარეობდა, რამდენადაც ბრაზილიის მთავრობა ცდილობდა, ჯექსონისათვის რიო-დე-ჟანეიროსა და სალვადორის ქუჩებში გადაღება აეკრძალა. 

სიმღერა They Don’t Care About Us განსაკუთრებით აქტუალური Black Lives Matter-ის საპროტესტო მოძრაობის შემდეგ გახდა. მოძრაობამ ეს კომპოზიცია 2014, 2015 და 2020 წლებში გამოიყენა. 

Სიმღერის They Don’t Care About Us  მუსიკალური ვიდეო ჯექსონის მეორე კლიპია, რომელიც Youtube-ზე მილიარდზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. პირველი მუსიკალური ვიდეო, რომელმაც ამ შედეგს მიაღწია Billie Jean-ზე გადაღებული კლიპია. 

ნახეთ მაიკლ ჯექსონის მუსიკალური ვიდეო, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე They Don’t Care About Us:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ დილანის ნახატები, რომლებიც არტისტმა The Basement Tapes-ის პერიოდში შექმნა, ანტიკვარული წიგნის ბაზრობაზე გაიყიდება

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკმა, ანა კენდრიკმა და ჯეკ ბელქმა ანიმაცია Trolls Band Together წარადგინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი