„უკრაინა + საქართველო – ერთმანეთის გვერდით” – საქველმოქმედო კონცერტი სოხუმის თეატრში

კონცერტი უკრაინული ფესტივალის Bouquet Kyiv Stage ფარგლებში გაიმართა. ფესტივალიდან შემოსული თანხა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს გადაეცემა.
დირიჟორი მიხეილ მენაბდე და სოლისტი ანდრეი პავლოვი თბილისის ოპერის კამერატასა და უკრაინელ მუსიკოსებთან ერთად

„უკრაინა + საქართველო – ერთმანეთის გვერდით” – ამ სახელწოდების კონცერტით გაიხსნა თბილისში უკრაინული ხელოვნების ფესტივალი Bouquet Kyiv Stage. კონცერტს სოხუმის დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.ღონისძიებაზე ქართველი და უკრაინელი კომპოზიტორების ნაწარმოებები ორივე ქვეყნის მუსიკოსებმა ერთობლივად შეასრულეს. 

მიხეილ მენაბდე – დირიჟორი:

„დღევანდელი კონცერტი არის ქართველი და უკრაინელი მუსიკოსების ერთობლივი გამოსვლა. ქართველები და უკრაინელები ერთად იბრძვიან თავისუფლებისთვის. ჩვენ მუსიკით გამოვხატავთ მთავარ სათქმელს და სცენაზეც ერთად ვართ. შესრულდა ქართველი და უკრაინელი კომპოზიტორების ნაწარმოებები, მათ შორის გია ყანჩელისა და ვალენტინ სილვესტროვის, რომლებიც დიდი ხნის მეგობრები და თანამოაზრენი იყვნენ. ეს იყო მთავარი ტანდემი. და ასევე იყვნენ ახალი თაობის უკრაინელი კომპოზიტორები. ერთ-ერთი – სვიატოსლავ ლუნიოვი ახლაც კიევშია, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. მეორე – მაქსიმ შალიგინი კი ჩამოვიდა და კონცერტსაც დაესწრო. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ასევე დავით საყვარელიძეს, რომელმაც სცენა დაგვითმო. ”

დავით საყვარელიძე – სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

„მიხარია, რომ უკრაინელ ხალხთან ვთანამშრომლობთ. ფესტივალის ფარგლებში სოხუმის თეატრის სცენაზე 29 აპრილსაც გაიმართა კიდევ ერთი წარმოდგენა, ამჯერად უკრაინულ ხალხურ სიმღერებზე დაფუძნებული პროექტი. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. ჩვენ 30 წელი შეგვისრულდა დევნილობაში. ჩვენმა საერთო მტერმა ჩვენი თეატრი დევნილად აქცია და ახლა დევნილად მყოფი თეატრი ვმასპინძლობთ დევნილობაში მყოფ ხელოვანებს უკრაინიდან.”

დავით საყვარელიძე, თამარ კირვალიძე და ფესტივალის დამფუძნებლები: ირინა ბუდანსკა და ევგენი უტკინი

Bouquet Kyiv Stage კიევში 25 წლის განმავლობაში იმართებოდა. ომის დაწყების შემდეგ კი მან საერთაშორისო სახე მიიღო. ოქსფორდის შემდეგ თბილისი ფესტივალის რიგით მეორე საერთაშორისო ლოკაცია გახდა. 3 დღის განმავლობაში Bouquet Kyiv Stage თბილისში სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს. დასკვნითი კონცერტი 30 აპრილს თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების საკათედრო ტაძარში გაიმართება. ფესტივალიდან შემოსული თანხა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს გადაეცემა. 

ევგენი უტკინი – ფესტივალის დამფუძნებელი:

„შეუძლებელია ამ ყველაფრის ახსნა და გადმოცემა. ჩვენ ერთად ვართ – უკრაინელები და ქართველები – ერთად ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ვიყენებთ ჩვენს მთავარ იარაღს – მუსიკას. გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების და ჩვენ გვჯერა საქართველოს გამარჯვების.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Gerd Janson

საკლუბო სცენის გამორჩეული დიჯეი გერდ იანსონი „რესპუბლიკაში“

შემდეგი სტატია

Inner City-ის კონცერტი თბილისში. ინტერვიუ ამერიკული ტექნო სცენის პიონერ არტისტ კევინ სანდერსონთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი