საკლუბო სცენის გამორჩეული დიჯეი გერდ იანსონი „რესპუბლიკაში“

დიჯეი, რომელიც მსმენელს ნებისმიერ საცეკვაო მოედანზე ააცეკვებს
Gerd Janson
Gerd Janson

ჰაუზის და ტექნოს სამყაროში ყველასთვის ცნობილმა DJ გერდ იანსონმა 28 აპრილს, თბილისში, „რესპუბლიკა კლუბში“ დაუკრა. თინეიჯერობის ასაკში მუსიკალური ინდუსტრიით დაინტერესებულმა გერდმა ჩანაწერების შეგროვება დაიწყო და მალევე, ამ სფეროში თავით გადაეშვა. 

იანსონი ლეგენდარული „რობერტ ჯონსონის სახელობის კლუბის“ რეზიდენტი იყო. 2013 წელს კი, Resident Advisor-ის ტოპ 100 დიჯეის სიაში მოწინავე ადგილი დაიკავა. მერვე ადგილი Groove Magazine-ში და მეორე ადგილი de:bug-ის „წლის დიჯეის კატეგორიაში“. იანსონმა ლეიბლი Running Back დააარსა, რისი მეშვეობითაც ახალგაზრდა არტისტებს უწყობს ხელს.

ნახეთ გერდ იანსონის ინტერვიუ „Billboard საქართველოსთან“

რამ მოგცათ სტიმული, რომ დიჯეი გამხდარიყავით?

გერდ იანსონი 

„შესაძლოა ითქვას, რომ DJ ნაწილობრივ  შემთხვევით და ნაწილობრივ  მუსიკალური ჩანაწერების შეგროვების წყალობით გავხდი. თინეიჯერობის ასაკშივე  საკლუბო სცენის მოყვარული ბავშვი ვიყავი, ხშირად დავდიოდი კლუბებში. შემდეგ მუსიკის შეგროვება დავიწყე. ეს ინტერნეტის ერამდე იყო. მუსიკის მოსმენა რადიოში შეგეძლო, რომელიც ჩაივლიდა და გაქრებოდა, ამიტომ პირადად ვაგროვებდი მუსიკას, რომ მერე ხშირად მესმინა. შემდეგ კი, ამ ჩანაწერების მიქსი გავაკეთე და ძალიან მომეწონა.“

როგორია თვენი შემოქმედებითი მუშაობის პროცესი?

„ძალიან დიდი ხანია ამ საქმეს ვაკეთებ. შემიძლია ვთქვა, რომ დიდ ნაწილს ჩემი მეხსიერებიდან გამომდინარე ვამუშავებ, როცა უკვე კონკრეტული ტრეკები იცი, ადვილია. გამოცდილება და ცეკვის მოყვარული ხალხი მიმართულებას მაძლევს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით  ზუსტად ვიცი, რა ვაკეთო.“

მრავალი წლის განმავლობაში ლეგენდარული „რობერტ ჯონსონის სახელობის კლუბის“ რეზიდენტი იყავით. როგორ იმოქმედა იქ მუშაობის პერიოდმა თქვენს შემოქმედებაზე?

„იქ  დაკვრა დავიწყე, როდესაც კლუბი მხოლოდ ერთი წლის გახსნილი იყო. ამიტომ, ეს თითქოს ცარიელი ფურცელი იყო, თუმცა ძალიან ინტიმური სივრცე, სადაც ზუსტად ისეთი მუსიკის დაკვრა ვისწავლე, რომელიც შეიძლება „რეივი“ არ იყოს, მაგრამ ხალხი მაინც ააცეკვოს.“

თქვენს ლეიბლზე Running Back-ზე რომ გვესაუბროთ და როგორ ეძებთ მუსიკას და არტისტებს?

„ძალიან ბევრ მუსიკას გვიგზავნიან და საკმაოდ რთულია, რომ ამ ყველაფერს მოუსმინო. ეს ერთგვარი პროცესია… შეიძლება, რაღაც ისე მომეწონოს, რომ ვთქვა, დიახ სწორედ ეს არის უნიკალური და კარგი. მაგრამ არის პერიოდი, როცა დრო გჭირდება ამ ყველაფრის გასაანალიზებლად, ჯერ არ იცი, რას უზამ, რა დგას მის უკან და ასევე, ძალიან ბევრი მუსიკალური ჟანრია და რთულია ფოკუსირება ერთ რომელიმე კონკრეტულზე. ხანდახან ხდება ისეთი აღმოჩენები, რომ ყველასთვის სიახლეა და აუცილებლად უნდა წამოვწიო წინ.“ 

როგორც DJ და როგორც პროდიუსერი, დღეს რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს არტისტი?

„დღესდღეობით ვფიქრობ ბევრად უფრო ადვილია იყო DJ. პანდემიური პერიოდი რა თქმა უნდა, უსიამოვნო იყო. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ღამის ცხოვრების სეგმენტს არ შეეხო. ეს ყველასთვის უსიამოვნო პერიოდი იყო ნამდვილად. როცა DJ გავხდი, იმ პერიოდში ბევრად რთული იყო ეს ყველაფერი. მთელ ჩემ ჩანაწერებს ჩანთით დავატარებდი, დღესდღეობით ტექნიკურად ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებულია.

ეს თბილისში ჩემი მეოთხე ვიზიტია, აქ ყოველთვის კარგ დროს ვატარებ და მოლოდინი მაქვს, რომ დღესაც ძალიან კარგად ჩაივლის ყველაფერი.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნელსონ გიორნერის კონცერტი თბილისში – ინტერვიუ მსოფლიოში აღიარებულ პიანისტთან

შემდეგი სტატია

„უკრაინა + საქართველო – ერთმანეთის გვერდით” – საქველმოქმედო კონცერტი სოხუმის თეატრში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ანუშკა ჩხეიძის ექსპერიმენტული კონცეფციის ალბომი, რომელიც შვეიცარიულ არქიტექტურულ სტუდიასთან კოლაბორაციით შეიქმნა

„ეს არის ამბავი, რომელიც დარჩა იმ დროში, როცა ის შეიქმნა.”
მეტი

ქართველი არტისტი ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენაზე – „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ Nitepunk-თან

2023 წელს Nitepunk-მა ალბომი სახელწოდებით HUMAN გამოსცა. ამავე წლის თებერვალში კი, მუსიკოსმა ტალანტების გლობალურ და მასშტაბურ სააგენტო United Talent Agency-სთან დაიწყო თანამშრომლობა.
მეტი