„როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ კანდიდატთა შორის ჯორჯ მაიკლი ლიდერობს

საბოლოო ნომინანტთა სია 3 მაისს გამოქვეყნდება.


 „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ 2023 წლის დაჯილდოების წინ ნომინანტთა სიასთან დაკავშირებით,  გულშემატკივრების ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით ამ სიაში ჯორჯ მაიკლი ლიდერობს. ფანების ხმების ხმების რაოდენობა საბოლოო შედეგების გადამწყვეტი არ არის, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯორჯ მაიკლმა მილიონ ხმაზე მეტი მიიღო. 

მიუხედავად იმისა, რომ „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ საბოლოო ნომინანტების შერჩევისას გულშემატკივრების არჩევანი გარანტირებულ გამარჯვებას არ ნიშნავს, ფანების თითქმის ყველა რჩეული მოხვდა დაჯილდოების საბოლოო სიაში.    გამონაკლისი იყო Dave Matthews Band, რომელმაც 2020 წელს 100 ათასი ხმა დაიმსახურა, თუმცა  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ ვარსკვლავი ვერ მიიღო. „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ 2023 წლის დაჯილდოების საბოლოო ნომინანტთა სია 3 მაისს გამოქვეყნდება და შეიტყობენ ჯორჯ მაიკლის ერთგული თაყვანისმცემლები, გაუხსნიან თუ არა მათ საყვარელ მომღერალს ვარსკვლავს. წელს  „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ დაჯილდოების საბოლოო ნომინანტებად განიხილებიან ისეთი არტისტები, როგორებიც არიან: Rage Against the Machine, ქეით ბუში, Soundgarden,A Tribe Called Quest, მისი ელიოტი, უილი ნელსონი, შერილ ქროუ, Joy Division/New Order. 

 „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის“ 2023 წლის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზენდეია Louis Vuitton-ის კამპანიაში მონაწილეობს

შემდეგი სტატია

კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი”

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი