როგორ იმოქმედებს ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვა სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებზე

მასშტაბური გაფიცვა პირველ მაისს დაიწყო.
კელი კლარკრსონი და Chance The Rapper “ვოისის” ჟიურიში

ამერიკის მწერალთა გილდიის გაფიცვა ორშაბათს, პირველ მაისს მას შემდეგ დაიწყო, რაც სცენარისტებმა კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა გაერთიანებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

15 წლის განმავლობაში პირველი გაფიცვა ნიშნავს იმას, რომ გვიანი ღამის თოკ-შოუები ჯიმი ფელონთან, ჯიმი კიმელთან, სტივენ კოლბერტთან და სეტ მეიერსთან ერთად ეთერში არ გავა. ასევე პაუზას იღებს The Daily Show. ისინი გაფიცულებს სოლიდარობას უცხადებენ. 

Რაც შეეხება მუსიკალურ შოუებს, სამი ყველაზე დიდი რეალითი მუსიკალური შოუ მაუწყებლობას შეფერხების გარეშე განაგრძობს. ბილბორდის ინფორმაციით, გაფიცვა გავლენას არ  იქონიებს American Idol-ის წლევანდელ სეზონზე, რომლის ფინალიც 21 მაისს შედგება. მაუწყებლობას განაგრძობს ასევე Fox-ის პროექტი Masked Singer, რომლის ეპიზოდებიც წინასწარაა ჩაწერილი. ცვლილებები არ იგეგმება არც „ვოისის” სამაუწყებლო ბადეში. 

თუმცა გაფიცვა შეეხო Saturday Night Live-ს, რომელიც პიტ დევიდსონის სადებიუტო წამყვანობითა და Lil Uzi Vert-ის სტუმრობით ეთერში 6 მაისს უნდა გასულიყო. 

მუსიკალურ დაჯილდოებებში კი MTV-ის დაჯილდოება სცენარისტების პროტესტის შემდეგ პირველი ღონისძიება იქნება. როგორც ფროდაქშენის ჯგუფი ამბობს, ის სცენარი, რაც გაფიცვამდე დაიწერა, ამ ეტაპზე ვეღარ შეიცვლება. დრიუ ბერიმორმა, რომელიც დაჯილდოებას გაუძღვება, Variety-ს უთხრა: „რაც დაგეგმილი გვქონდა, ყველანაირად ვეცდებით, რომ ის შევასრულოთ. ჩვენი პატივისცემა და სოლიდარობა გაფიცულებს. ვფიქრობ, რომ ყველაზე შესაფერისად ვიქცევით ყველას მიმართ, ვისაც მხარს ვუჭერთ.”

რაც შეეხება ACM Awards-ს, ბილბორდის ინფორმაციით, მისი სცენარი გაფიცვამდე სრულად გაიწერა, შესაბამისად, სცენარისტების პროტესტი მასზე გავლენას ვერ მოახდენს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის ჯაზფესტივალი 2023 იწყება

შემდეგი სტატია

კიანუ რივზი გლასტონბერის ფესტივალზე 1999 წელს. ფოტო: რუნა ჰელესტედი

კიანუ რივზი სიმღერას გამოუშვებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ყველა შემთხვევა, როცა Nirvana კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ სცენაზე გაერთიანდა

ჯგუფის წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 30 იანვარს FireAid-ის საქველმოქმედო საღამოზე წარდგნენ.
მეტი

Aerosmith-ის გამოსამშვიდობებელი ტურნეს შემდეგ სტივენ ტაილერი სცენაზე დაბრუნდა

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ჯგუფის გაერთიანებაზე არ გამართლდა, ტაილერი სცენაზე რამდენიმე მეგობართან ერთად წარდგა.
მეტი
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი