Blur ახალი ალბომით ბრუნდება

ალბომი 21 ივლისს ბრიტანული ხმისჩამწერი ლეიბლის Parlophone-ის საშუალებით გამოვა.
Blur - ფოტო: რუბენ ბასტიენ-ლუისი
Blur – ფოტო: რუბენ ბასტიენ-ლუისი

Blur მიმდინარე წლის ზაფხულს ახალი სტუდიური ალბომით The Ballad of Darren ბრუნდება, რომელიც ლეიბლ Parlophone-ის მეშვეობით 21 ივლისს გამოვა.

18 მაისს ბენდმა ახალი ალბომის პირველი სინგლი The Narcissist გამოაქვეყნა. 

რვა წლიანი პაუზის შემდეგ, ეს ბენდის პირველი ახალი ნამუშევარია. ჯეიმს ფორდის პროდიუსერობით შექმნილი ალბომი The Ballad of Darren ჯგუფის მეცხრე სტუდიური ალბომია, რომელიც ლონდონში Studio 13-ში ჩაიწერა.

ათი სიმღერისგან შემდგარი ალბომის გარეკანზე ბრიტანელი ფოტოგრაფის მარტი პარის ფოტოა.

„ეს არის მიწისქვეშა ბიძგების ჩანაწერი და მისი რეფლექსია და კომენტარი თუ სად აღმოვჩნდით ახლა.“ – ამბობს დეიმონ ოლბარნი.

გიტარისტი გრემ კოქსონი ამბობს: „რაც უფრო ასაკი გვემატება მით უფრო ვგიჟდებით. რასაც ვუკრავთ უფრო სწორი ემოციებით არის დატვირთული.“

Blur-მა Colchester Arts Center-ში 19 მაისს კონცერტი გამართა, რასაც მომდევნო თვეებში ბრიტანეთის და ევროპის ქვეყნებში სხვა კონცერტები მოჰყვება. 

90-იანი წლებში Blur  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული ჯგუფი იყო. კლასიკური ბრიტ-პოპის ლიდერი ჯგუფის წევრები, სხვა ბენდებისგან განსხვავებით  დღემდე ერთად მუშაობენ, მუსიკალურად ვითარდებიან და აქტუალურ ბენდად რჩებიან. მათი ცნობილი ჰიტებია Song 2, Parklife, Girls & Boys, Coffee & TV, Beetlebum, Country House და  სხვა მრავალი.

„ხანგრძლივი ურთიერთობა, რომ გაგრძელდეს და მნიშვნელობა მიეცეს, რაღაცით მაინც უნდა შეგეძლოთ ერთმანეთის გაოცება, რომელსაც ჩვენ დღემდე ვახერხებთ“. – წერს ბენდის ბას-გიტარისტი ალექს ჯეიმსი

„როდესაც მუსიკას ერთად ვქმნით ეს პროცესი ყოველთვის ბუნებრივია. ყოველი ჩანაწერი რასაც ვაკეთებს რაღაც ახალს ყვება.“ – ამბობს დრამერი დეივ რაუნტრი 

მოისმინეთ Blur-ის ახალი სინგლი The Narcissist.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კორტნი ლავმა სიმღერა Smells Like Teen Spirit აქამდე უცნობი ტექსტით შეასრულა

შემდეგი სტატია

ჯესი ჯეის ბიჭი შეეძინა: „ის ყველა ჩემი ახდენილი ოცნებაა”

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის მამულში ისტორიული „ევროპაკონცერტი” გაიმართა

„ევროპაკონცერტი” ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 1991 წლიდან ყოველ 1-ელ მაისს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. მსოფლიოს წამყვანი ორკესტრი საქართველოს პირველად ეწვია.
მეტი

რიანას თქმით, მისი ახალი მუსიკალური ნამუშევარი „გასაოცარი” უნდა იყოს და პიროვნულ ზრდას გამოხატავდეს

მუსიკალურ შემოქმედებასთან დაკავშირებულ გეგმებზე რიანა ჟურნალისტებს Fenty Beauty-ის ღონისძიების მსვლელობისას ესაუბრა.
მეტი

პოლონეთის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში კონცერტების სერია გაიმართება

28 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით მსმენელის წინაშე ქართველი და პოლონელი მუსიკოსები წარდგებიან.
მეტი

Მუსიკალური საღამოების სერია Zenaari ნორვეგიელ მუსიკოსს Stain Westerhus-ისა და  Aine Merme-ს (ნატუკა ნაცვლიშვილი) კონცერტს წარმოგიდგენთ

9 მაისს ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკალური საღამოების სერია Zenaari კლუბ Bassian-ში ნორვეგიული ავანგარდული ჯაზის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურას, მკვლევარსა…
მეტი