ტინა ტერნერის 15 საუკეთესო სიმღერა

ტინა ტერნერი საკუთარ სახლში, 1984 წელი

Საკულტო მომღერლის პატივსაცემად ბილბორდმა ტინა ტერნერის 15 საუკეთესო სიმღერა აარჩია. Სია მოიცავს სიმღერებს როგორც მისი და მისი ყოფილი მეუღლის საერთო შემოქმედებიდან, ასევე ტერნერის სოლო კარიერიდან და არ ეფუძნება ჩარტებს. 

15. Goldeneye (1995)

მას შემდეგ, რაც ტიმოთი დალტონის შემდეგ ჯეიმს ბონდს პირს ბროსნანი შეუერთდა, 007-ის ეკრანზე დაბრუნება ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორიც ტინა ტერნერის – სცენაზე. მომღერალმა ფილმი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა სიმღერით GoldenEye, რომელიც ბონომ და The Edge-მა ერთობლივად დაწერეს. 

14. Typical Male (1986), ბილბორდის „ცხელი ასეულის” მეორე ადგილი

ტერნერის დაბრუნება გასაოცარი იყო რამდენიმე მიზეზით. მათ შორის იმით, რომ სამყაროში, რომელიც ქალის ასაკზეა ფოკუსირებული, მან თავის ორმოციან წლებში მოახერხა ჩარტებში ლიდერობა და საკუთარი სექსუალურობის ამ ასაკში დემონსტრირება. 

13. The Acid Queen (1975)

როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს კენ რასელის more-is-more მიდგომაზე 1975 წლის როკ ოპერა მიუზიკლში Tommy, ფაქტია, რომ ტინა ტერნერმა The Who-ს სიმღერის შესრულებით ფილმში საოცარი წარმოდგენა დადგა.  

12. აიკ და და ტინა ტერნერების Funkier Than a Mosquita’s Tweeter (1971)

ეს სიმღერა დუეტის საკულტო სინგლის Proud Mary-ის B-მხარეს იყო. კომპოზიცია ტინა ტერნერის დას, აილენ ბულოკს ეკუთვნის.

11. აიკ და ტინა ტერნერების River Deep – Mountain High (1966) ბილბორდის „ცხელი ასეულის” 88-ე ადგილი

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ჩარტების ლიდერი არ ყოფილა, რაც პროდიუსერმა ფილ სპექტორმა თავიდანვე ივარაუდა, კომპოზიცია მაინც რჩება მკაფიო და კაშკაშა ნამუშევრად ტერნერის ვრცელ მუსიკალურ კატალოგში.

10. აიკ და ტინა ტერნერების  It’s Gonna Work Out Fine (1961) „ცხელი ასეულის” მე-14 ადგილი 

ხედავდნენ რა მიკისა და სილვიას სიმღერის Love Is Strange პოპულარობის ზრდას, ტერნერების დუეტმა მათ შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კომპოზიცია შექმნა. 

9. Break Every Rule (1987) „ცხელი ასეულის” 74-ე ადგილი

მართალია, ისეთივე დიდი ჰიტი არ ყოფილა, როგორიც წინა სინგლი What You See Is What You Get, თუმცა სიმღერამ, რომლის სახელწოდებითაც მომღერლის მეექვსე სტუდიური ალბომი გამოვიდა, კარგად წარმოაჩინა 80-იან წლებში ტერნერის უკონკურენტობა.

8. I Can’t Stand the Rain (1984)

მემფისელი სოულის ლეგენდის, ენ ფიბელსის ამ კომპოზიციისთვის ხელის მოკიდება ნებისმიერი მომღერლისთვის საკმაოდ რთული საქმეა. თუმცა ტერნერმა ამ სიმღერით თავისი შთამბეჭდავი დიაპაზონი ანახა და ის თავისად აქცია. 

7. We Don’t Need Another Hero (Thunderdome), 1985, „ცხელი ასეულის” მეორე ადგილი 

Სიმღერა ფილმის Mad Max-ის მესამე ნაწილის ჰიმნად იქცა, რომელშიც ტერნერი თავადაც თამაშობს. თუმცა სიმღერა დამოუკიდებლად იმდენად რეზონანსული გახდა, რომ მისი ფილმთან კავშირი შესაძლოა აღარც კი გახსოვდეთ.

6. აიკ და ტინა ტერნერების Nutbush City Limits (1973) „ცხელი ასეულის” 22-ე ადგილი  

ეს სიმღერა ტინას ტენესის შტატში გატარებული სოფლური ბავშვობის ნოსტალგიაა, დაწყებული ეკლესიიდან, ადგილობრივი ბამბის ფაბრიკით დასრულებული.

5. Better Be Good to Me, (1984) „ცხელი ასეულის” მე-5 ადგილი

ტერნერის ისტორიული დაბრუნების შემდეგ ამ სიმღერამ დაადასტურა, რომ მომღერლის როკ-ენ-როლის დედოფლის გვირგვინი დროებითი არ იქნებოდა. მასში ტერნერის განსაკუთრებული ვოკალური ნიჭი ჩანს. ხოლო როგორც ძალადობრივ ქორწინებას გადარჩენილი ქალი, ტერნერი ნათელს ჰფენს ფაქტს, რომ მისი რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის პატივისცემა რისკის ქვეშ აღარ დადგებოდა. 

4. The Best (1989) „ცხელი ასეულის” მე-15 ადგილი 

როგორც ამ სიმღერის მისამღერშია, ტინა ტერნერი მართლაც უბრალოდ საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპოზიცია პირველად ბონი ტაილერმა ჩაწერა, ის მაინც ტინა ტერნერის სავიზიტო სიმღერა გახდა.

3. აიკ და ტინა ტერნერები Proud Mary (1971) „ცხელი ასეულის” მე-4 ადგილი

ტექნიკურად ეს სიმღერა როკ ბენდს Creedence Clearwater Revival ეკუთვნის, მაგრამ ტერნერმა მასზე საავტორო უფლებები 1971 წელს მისი სენსაციური შესრულებით მოიპოვა და ათწლეულების განმავლობაში მის მთავარ ლაივ კომპოზიციად იქცა. 

2. Private Dancer (1984) „ცხელი ასეულის” მე-7 ადგილი

ეს სიმღერა ყველაზე კარგად წარმოაჩენს ტერნერის ნატიფ ხმასა და დაბალ ტონალობას. კომპოზიცია მომღერლის ყველა დროის საუკეთესო ჰიტებში შედის. 

1. What’s Love Got to Do With It (1984) „ცხელი ასეულის” პირველი ადგილი

ტინა ტერნერს თავდაპირველად არ სურდა ამ სიმღერის ჩაწერა, თუმცა საბოლოოდ ის მისი კარიერის ყველაზე დიდი ჰიტი გახდა. კომპოზიციამ ბილბორდის „ცხელი ასეულის” პირველ ადგილზე სამი კვირა გაატარა, მოიგო გრემი და სწორედ მისი სახელი დაერქვა 1993 წელს ტინა ტერნერზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nimitta-ს და ქეთათოს დუეტი – მანტრა და სიყვარულის გარშემო გაერთიანებული იდეა

შემდეგი სტატია

სემ სმითმა მადონასთან თანამშრომლობა დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი