გარდაცვალებიდან ერთი კვირის განმავლობაში ტინა ტერნერმა 40 მილიონი სტრიმი დააგროვა

სიმღერებს შორის What’s Love Got To Do With It ლიდერობს.
ტინა ტერნერი
Paul Natkin/Getty Images

ტინა ტერნერის გარდაცვალების შემდეგ მომღერლის ფანებმა მისი შემოქმედება მასშტაბურ რიცხვებში გაიხსენეს. მომღერლის გარდაცვალების დღიდან ერთი კვირის განმავლობაში მისმა სიმღერებმა 40 მილიონზე მეტი მოსმენა დააგროვა. წინა კვირის, 17-23 მაისის მონაცემები 2.7 მილიონი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერნერის გარდაცვალების შემდეგ მისი სიმღერების სტრიმის რაოდენობა ერთ კვირაში 1367%-ით გაიზარდა.  

ტერნერის სიმღერებს შორის მოსმენებით ლიდერობს What’s Love Got To Do With It – 7.2 მილიონი კლიკით, რაც წინა შვიდი დღის მონაცემებთან შედარებით 686%-იანი ზრდაა. სწორედ ეს სიმღერა გახდა მომღერლის საკულტო დაბრუნების სიმბოლო და ბილბორდის „ცხელ ასეულში” პირველი ადგილიც მოიპოვა. სინგლმა ტერნერს ორი გრემი მოუტანა.

ყველაზე მეტჯერ მოსმენილ სიმღერებში მეორე ადგილი 4.5 მილიონი კლიკით  Simply the Best-მა დაიკავა. მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ყველაზე ხშირად სწორედ ამ ფრაზით მოიხსენიებენ მას სიტყვით გამოსვლებსა თუ სოციალურ მედიაში.

მესამე ადგილზე კი ტინასა და მისი ყოფილი მეუღლის აიკ ტერნერის 1971 წლის ჰიტი Proud Mary მოხვდა 3.9 მილიონი სტრიმით. 

24-30 მაისის პერიოდში, ანუ ტერნერის გარდაცვალებიდან ერთი კვირის განმავლობაში მისი სიმღერები 78 000-ჯერ გადმოწერეს, რაც წინა კვირის მონაცემთან შედარებით 6 238%-იანი ნახტომია. 

ტინა ტერნერი 24 მაისს 83 წლის ასაკში შვეიცარიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lizzo 65-ე გრემის დაჯილდოებაზე, 2023 წლის 5 თებერვალი, კალიფორნია. ფოტო: ნელსონ ბერნარდი

Lizzo-ს თქმით ვინც „ბოდი შეიმინგის“ პროპაგანდას ეწევა ისინი მომღერალს სამყაროს აძულებენ

შემდეგი სტატია

„სილქნეტი“ ქართული მუსიკალური ინდუსტრიის მხარდამჭერი და ფესტივალ Tbilisi Open Air-ის პარტნიორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი