ტეილორ სვიფტმა კონცერტის მსვლელობისას სცენაზე პატარა ფანის აყვანა სცადა

ნატაშა მოსტაში

“ტვინი გამეთიშა“ – ასე შეაფასა ტეილორ სვიფტმა თავისი საქციელო., როდესაც ჩიკაგოში Soldier Field-ზე გამართული კონცერტის მსვლელობისას პატარა თაყვანისმცემლის სცენაზე აყვანა სცადა. 

ტეილორ სვიფტის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში გამართული კონცერტები სამ საათზე დიდხანს გრძელდება რა დროსაც მომღერალი 40 სიმღერაზე მეტს ასრულებს. ამჯერად ჩიკაგოს კონცერტისას, როდესაც სვიფტი თავის ჰიტს –  22-ს ასრულებდა, მისი ყურადღება აუდიტორიაში მყოფმა გოგონამ მიიქცია. 

სვიფტი სცენის კიდე მიუახლოვდა, დაიხარა და პატარა ფანს თავისი ქუდი დაახურა. შემდეგ ხელი გაუწოდა და სცენაზე აყვანა შესთავაზა. თუმცა, მომღერალმა მომენტალურად გაიაზრა ბავშვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები და საკუთარ გადაწყვეტილებაზე უარი თქვა. ამის შემდეგ კი აღიარა, რომ დაუფიქრებლად მოიქცა და კვლავაც თავის მოცეკვავეებს შეუერთდა. 

შემდეგი სიმღერის დაწყების წინ, სვიფტმა აუდიტორიას ამ სახალისო ინციდენტის შესახებ მოუყვა. „ის ისეთი საყვარელია, რომ უბრალოდ მომინდა, სცენაზე ამომეყვანა, ჩავხუტებოდი და სცენაზევე დამეტოვებინა. შემდეგ გავიაზრე, რომ მისი უსაფრთხოებისთვის საკმარის  პირობებს ვერ ვუზრუნველვყოფდით.“ – თქვა მომღერალმა. 

„ჩემი ტვინი თითქოს სრულიად გაითიშა“ – აღნიშნა პოპ ვარსკვლავმა. „იგი დაიბნა, მეც დავიბენი. ამიტომ თუ კიდევ ვინმე დაიბნა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ბავშვი საოცარი იყო და უცაბედად მისი შოუს ნაწილად ქცევა მომინდა.“ – თქვა ტეილორ სვიფტმა ხუმრობით. 

შემდეგ სვიფტმა თავის აუდიტორიას მიმართა – „ყველა ძალიან საყვარელი ხართ. შოუს მიმდინარეობისას თქვენზე სულ ამას ვფიქრობ. როდესაც თქვენთან თვალით კონტაქტს ვამყარებ, ვხედავ, როგორ ასრულებთ სიმღერებს. აუდიტორიაში არაერთი ემოციური შესრულების მაგალითები მხვდება. თქვენც შენიშნეთ? გაიხედავ გარშემო და გსურს, თითოეული ადამიანის საუკეთესო მეგობარი გახდე. დიახ, მეც ამას ვგრძნობ“ – თქვა ტეილორ სვიფტმა. 

Ნახეთ ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია მომენტი, როცა ტეილორ სვიფტმა ახალგაზრდა თაყვანისმცემლის სცენაზე აყვანა სცადა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„სილქნეტი“ ქართული მუსიკალური ინდუსტრიის მხარდამჭერი და ფესტივალ Tbilisi Open Air-ის პარტნიორია

შემდეგი სტატია

Linkin Park-ის ცნობილმა მუსიკალურმა ვიდეომ, სახელწოდებით Numb, YouTube-ზე 2 მილიარდ ნახვას გადააჭარბა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯგუფ RAVICI-ს სადებიუტო EP

„Arm The Homeless ჯგუფის პირველი სრულფასოვანი განაცხადია იმ გარემოზე, რომელშიც თავადვე ცხოვრობს და მოქმედებს.”
მეტი

ქართველმა მუსიკალურმა პროდიუსერმა Zaza-მ Saly Betli-სთან კოლაბორაციით ახალი ტრეკი – August Glow გამოუშვა

ზაზა თევთიძე ქართველი მუსიკალური პროდიუსერია ბათუმიდან, რომელმაც საერთაშორისო მუსიკალურ პლატფორმებზე საკმაოდ დიდი აუდიტორია მოიპოვა.
მეტი
გიგი ადამაშვილი TRY HARD FISH ფოტო: ნატატო ასანიძე

გიგი ადამაშვილმა სადებიუტო ალბომი  – TRY HARD FISH გამოუშვა

ქართველი მუსიკოსის და მომღერლის სადებიუტო ნამუშევარი პიროვნული ზრდის, მარტოობის, სევდის, იმედისა და შინაგანი თავისუფლების თემებს აერთიანებს.
მეტი
Dachi Baდაჩი ბაბუნაშვილი - „მოგონებებს გავს"bunashvili - Mogonebebs gavs

დაჩი ბაბუნაშვილის ახალი სიმღერა „მოგონებებს გავს“

ქართველმა მუსიკოსმა და არტისტმა, დაჩი ბაბუნაშვილმა მსმენელს ახალი კომპოზიცია წარუდგინა, სახელწოდებით „მოგონებებს გავს“. ნამუშევარი მშვიდი, თუმცა ემოციურად დატვირთული…
მეტი