Hulu-ს The Kardashians-ის ეპიზოდში კიმმა დის ქორწილთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.
ეპიზოდში ორივე ცდილობს დაძაბული სიტუაციის განმუხტვას. კორტნი კარდაშიანის ქორწილის დიზაინი Dolce&Gabbana მოდის სახლმა დაგეგმა.
კორტნის თქმით მან D&G-ს სახლი იმის გამო აირჩია, რომ ავთენტურობის განცდა ჰქონდა, თუმცა კიმმა დას უპასუხა რომ ეს მისი და კანიე უესტის 2014 წლის ქორწილის კოპირებაა.
„მე იტალიაში გავთხოვდი და გეუბნები რომ შენ იტალიაში ქორწილით მე მბაძავ, ვისი კონცერტი იყო ჩემს ქორწილში? – ანდრეა ბოჩელის, ვისი პერფორმანსი იყო კორტნის ქორწილში? – ანდრეა ბოჩელის. შენ იტალიაში ჩემი ქორწილის იდეა და შემსრულებელიც მოიპარე. ანდრეა ბოჩელი ყველა დროის ჩემი საყვარელი მომღერალია.“ – ამბობს კამერის წინ კიმ კარდაშიანი The Kardashians-ის ბოლო ეპიზოდში.
ნახეთ The Kardashians-ის მესამე სეზონის ეპიზოდი, რომელსაც ექსკლუზიურად Hulu- წარმოგიდგენთ.