როდრიგესი, ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის Searching For Sugar Man-ის მთავარი გმირი, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

მუსიკოსმა 70-იან წლებში ორი ალბომი გამოსცა, რის შემდეგაც სცენიდან გაქრა.
სიქსტო დიას როდრიგესი
Roberto Ricciuti/Redferns via Getty Images

იდუმალებით მოცული მუსიკოსი სიქსტო დიას როდრიგესი – ცნობილი, როგორც უბრალოდ როდრიგესი – 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. განცხადება ამის შესახებ მის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ სიქსტო დიას როდრიგესი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ მის ქალიშვილებს – სანდრას, ევასა და რეგანს და ასევე მთელ მის ოჯახს,” – ვკითხულობთ განცხადებაში. Detroit News-ის ინფორმაციით, როდრიგესს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის. 

ბობ დილანის სტილის ფოლკ მომღერალმა სულ ორი ალბომი ჩაწერა: Cold Fact 1970 წელს და Coming From Reality 1971 წელს, რის შემდეგაც მუსიკალური ინდუსტრიიდან საერთოდ გაქრა. მალევე როდრიგესმა დიდი პოპულარობა მოიპოვა სამხრეთ აფრიკაში ისე, რომ  თავად ამის შესახებ არაფერი იცოდა. Მის სამხრეთ აფრიკელ გულშემატკივარს კი საყვარელ მომღერალზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. არსებობდა მხოლოდ არასწორი ვერსიები, რომ მეორე ალბომის გამოსვლიდან მალევე როდრიგესმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

1990-იან წლებში როდრიგესის ორმა ფანმა კეიპტაუნიდან გადაწყვიტეს, გაერკვიათ, თუ რა შეემთხვა მათ საყვარელ მომღერალს. ამ მოგზაურობისას კი აღმოაჩინეს, რომ როდრიგესი სინამდვილეში ცოცხალი იყო. სწორედ ეს ისტორიაა აღბეჭდილი 2012 წელს გამოცემულ დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით Searching for Sugar Man, რომელმაც საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ოსკარი მოიპოვა. 

ფილმის გამოსვლის შემდეგ როდრიგესის მიმართ ინტერესი გაიზარდა. 2012 წელს ის დევიდ ლეტერმანის შოუში მიიწვიეს, სადაც ორკესტრთან ერთად იმღერა. 2013 წელს კი როდრიგესი უკვე კოაჩელას, მონტროსა და და გლასტონბერის ფესტივალების სცენაზე წარდგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რობი რობერტსონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Killages ახალ ვიდეოკლიპს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი