პოლ მაკარტნი და რინგო სტარი Billboard-ის ჩარტებში The Beatles-ისგან დამოუკიდებლად პირველად მოხვდნენ 

დოლი პარტონმა The Beatles-ის წევრებთან ერთად ჰიტის Let It Be ახლი ვერსია გამოსცა.
რინგო სტარი და პოლ მაკარტნი
Anthony Harvey/Getty Images

დოლი პარტონის დამსახურებით პოლ მაკარტნი და რინგო სტარი Billboard-ის ჩარტში The Beatles-ისგან დამოუკიდებლად პირველად მოხვდნენ. პარტონმა მათთან ერთად ჰიტის Let It Be ახალი ვერსია გამოსცა, რომლის კრედიტებშიც მაკარტნისა და სტარის გვარებია მითითებული. Სიმღერა Billboard-ის როკ სიმღერების ონლაინ გაყიდვების ჩარტში  მეორე ადგილზე გავიდა , მე-15 ადგილზე – ქანთრის სიმღერების ონლაინ გაყიდვების ჩარტში, 22-ე ადგილზე – ონლან სიმღერების გაყიდვების ჩარტში და მესამე ადგილზე „ცხელი ტრენდული სიმღერების” ჩარტში. 

Let It Be-ის ახალი ვერსია შევა დოლი პარტონის ახალ ალბომში Rockstar, რომელიც 17 ნოემბერს გამოვა. 1970 წელს The Beatles-ის ეს ჰიტი Billboard-ის „ცხელ ასეულში” ორი კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

Სიმღერა გამორჩეულია  იმით, რომ ეს არის პირველი კომპოზიცია Billboard-ის ჩარტებში, რომლის კრედიტებშიც The Beatles-ის ორი წევრი ჯგუფისგან დამოუკიდებლადაა მითითებული. თუმცა ჯგუფის წევრებს ინდივიდუალურად აქამდეც არაერთ პროექტზე უთანამშრომლიათ. მაგალითად, რინგო სტარი უკრავდა დრამზე ჰარისონის სოლო ალბომისთვის All Things Must Pass, რომელმაც შვიდი კვირა გაატარა Billboard-ის 200 ალბომის ჩარტში. აღსანიშნავია, რომ იმ დროს მუსიკოსები ხშირად ოფიციალური კრედიტების მითითების გარეშე თანამშრომლობდნენ და შემდეგ უკვე ორივე მათგანი აღნიშნავდა ინტერვიუებში, რომ არც კი ახსოვდათ, თუ ვინ რომელ კომპოზიციაში უკრავდა. რინგო Სტარი ასევე მუშაობდა ჰარისონის ბოლო ალბომზე Cloud Nine, რომელშიც ჰიტი Got My Mind Set on You შედის.

Სტარი და მაკარტნი კი წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ ერთმანეთის  ალბომებში. Სტარი უკრავდა მაკარტნის Take It Away-ში. მაკარტნი კი სტარს შეუერთდა 2021 წლის სიმღერაში Here’s to the Nights.

Let It Be-ის ახალ ვერსიას კიდევ უფრო ვარსკვლავურს ხდიან Fleetwood Mac-ის მიკ ფლიტვუდი, რომელიც პერკუსიაზე უკრავს და პიტერ ფრემპტონი, რომელიც გიტარის პარტიას ასრულებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Timbaland-მა ჯასტინ ტიმბერლეიკთან და ნელი ფურტადოსთან ერთად ჩაწერილი სიმღერის სახელწოდება გაამხილა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი 2022 წლის 28 აგვისტოს MTV VMA-ზე, ნიუ ჯერსი. ფოტო: არტური ჰოლმსი.

ტეილორ სვიფტი 2023 წლის MTV Video Music Awards-ის მთავარი ნომინანტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი