Dakhabrakha ევროპული ტურის ფარგლებში პირველ კონცერტს თბილისში, MONO HALL-ში გამართავს

მსოფლიოში განთქმული უკრაინული კვარტეტის Dakhabrakha-ს კონცერტი 14 სექტემბერს, MONO HALL-ში გაიმართება
Dakhabrakha
Dakhabrakha

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული უკრაინული ჯგუფი Dakhabrakha  ახალ საშემოდგომო ევრო ტურნეს იწყებს. ტურნეს ფარგლებშიც პირველი კონცერტი თბილისში, 14 სექტემბერს MONO HALL-ში გაიმართება, რომელსაც  Straus Entertainment-ი წარმოგიდგენთ.

ეთნო-ქაოსის ჟღერადობის მქონე უკრაინული ჯგუფი Dakhabrakha 2004 წელს, კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში შეიქმნა. თეატრმა ჯგუფის შემოქმედებაზე დიდი კვალი დატოვა, ცოცხალი შესრულების დროს თეატრალური ესთეტიკა ბენდის პერფორმანსებში მუდამ იგრძნობა. 

Dakhabrakha-ს მუსიკა ეთნო კულტურის ექსპერიმენტული იმპროვიზაციის ნაზავია. ახალი ევროპული ტურნეს ფარგლებში ბენდს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტი აქვს დაგეგმილი.

უკრაინული ბენდი Dakhabrakha რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მშობლიური ქვეყნის ხმასთან და სიმბოლოსთან კიდევ უფრო მეტად ასოცირდება. გამოსვლებში ბენდი ყოველთვის იცავს უკრაინის დამოუკიდებლობას და ღიად აფიქსირებს რუსეთის წინააღმდეგ უარყოფით დამოკიდებულებას.

2022 წელს კვარტეტის პირველი კონცერტი თბილისში ანშლაგით ჩატარდა. საღამო დამსწრე საზოგადოებისთვის ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა, სადაც ქართველ გულშემატკივრებთან ერთად უკრაინელმა მსმენელებმაც Dakhabrakha-ს ცნობილი სიმღერები ერთხმად შეასრულეს.

„უკვე მეორედ ჩამოგვყავს ეს არაჩვეულებრივი ჯგუფი. პირველად შარშან მაისში ჩამოვიყვანეთ. მაშინ შედგა პირველი კონცერტი იგივე ვენიუში MONO HALL-ში, რომელიც მას შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა და განახლდა, ყველა მხრივ დაიხვეწა, ვიზუალების და შოუს მხრივ კიდევ უფრო საინტერესო და მდიდარი იქნება, რადგან განახლებული MONO HALL-ი ამის საშუალებას გვაძლევს. 

რაც შეეხება თვითონ ჯგუფს, მე პირადად ამ ეთნო მუსიკის ძალიან დიდი მოტრფიალე ვარ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ჯგუფს, რადგან რეალურად Dakhabrakha ისევე როგორც რამდენიმე უკრაინელი არტისტი Okean Elzy და სხვა არტისტები, საერთაშორისო არენაზე უკრაინელი ხალხის ხმას წარმოადგენს, მიმდინარე რუსული ოკუპაციის და აგრესიის კონტექსტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ბენდი თბილისში ჩამოდის, დაუკრავს იმ შოუს, რასაც მთელ მსოფლიოში უკრავენ და მათი მესიჯები ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში, თავისუფალ სცენაზე გაჟღერდება.“ დავით ცინცაძე, Straus Entertainment-ის დამფუძნებელი.

Dakhabrakha-ს კონცერტზე დასასწრები ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ  tkt.ge -ზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rolling Stones-მა ახალი ალბომი დააანონსა

შემდეგი სტატია

Elizabeth Frisky – ლიზა ყენიას ახალი მუსიკალური პროექტი და დაანონსებული ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი