Diddy-მ ახალი ალბომი გამოსცა სახელწოდებით The Love Album: Off the Grid. ალბომი მოიცავს ისეთ მოწვეულ ვარსკვლავებს, როგორებიცაა ჯასტინ ბიბერი, ჯონ ლეჯენდი, The Weeknd, მერი ჯეი ბლაიჯი და სხვები. „მუსიკა ჩემი პირველი სიყვარულია და მუსიკამ მომცა ცხოვრების მეორე შანსიც. ასე რომ, სტუდიაში დაბრუნება და ამ ალბომის ჩაწერა ძალიან ემოციური გამოცდილება იყო, რომელმაც ჩემს თავთან და ჩემს მიზანთან დამაახლოვა,” – აღნიშნავს დიდი პრესრელიზში. „ეს ალბომი იმისთვის არ შექმნილა, რომ დღევანდელი ტრენდების რელევანტური იყოს. ის შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანის სულს შეეხოს და თავისუფლად გამოთქვას ჩემი ისტორია საუკეთესო არტისტებთან, მწერლებთან და პროდიუსერებთან ერთად, რომლებმაც R&B-ის მომავალი განსაზღვრეს.
The Love Album: Off the Grid რეპერის პირველი სოლო ალბომია 2006 წელს გამოცემული Press Play-ის შემდეგ. ბილბორდთან ინტერვიუში Diddy ახალ ალბომზე საუბრობს: „ეს არ არის მხოლოდ R&B ალბომი. ეს არის R&B ფილმი სიყვარულზე. ეს არის ტალანტების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია – ყველა ერთ ალბომში გაერთიანებული. ასევე პატივი მერგო, რომ ალბომში The Weeknd-ის კარიერის ბოლო მუსიკალური კოლაბორაცია მქონოდა.”
მოუსმინეთ ალბომს The Love Album: Off the Grid