საერთაშორისო მუსიკის გამომცემელთა ფორუმი IMPF ყოველწლიურად მუსიკალურ სამიტს და Palma Songwriting Camp-ს მართავს. წელს პირველად ე.წ. შორტლისტში ქართველი არტისტი Lua მოხვდა, რომელიც საქართველოს საავტორო უფლებების მართვის კომპანიამ, GMI-მ წარადგინა.
Palma Songwriting Camp-ი 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ, პალმა-დე-მალიორკაზე გაიმართება.
ზურაბ ბეჟაშვილი – GMI Rights Management-ის დირექტორი
„აღნიშნული Songwriting Camp-ი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც არის ყველაზე მსხვილი Songwriting Camp-ი ევროპის მასშტაბით. Camp-ის პარალელურად მუსიკალური კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც ორასამდე მუსიკალური სტუდია და გამომცემლობა ესწრება. შესაბამისად მუსიკალური გამომცემლები, სტუდიები და არტისტები ერთდროულად ჩავდივართ და ბოლო დღეს არის შეჯამება, როდესაც ამ Songwriting Camp-ის ფარგლებში დაწერილ ნაწარმოებებს არტისტები სტუდიებსა და გამომცემლობებს წარუდგენენ. ხდება დაკვირვება და თუ რომელიმეში მნიშვნელოვანი რამ შეინიშნეს, შეიძლება არტისტმა ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება მიიღოს. ეს ერთი, რატომაც არის მნიშვნელოვანი ეს ღონისძიება. მეორე, რატომაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოდან არასდროს ყოფილა მონაწილე ამ Songwriting Camp-ზე. შარშან ვიყავით ჩვენ GMI-ის წარმომადგენლები, ვინც პირველად მივიღეთ მონაწილეობა და დავისახეთ მიზნად, რომ შემდეგ Songwriting Camp-ზე აუცილებლად უნდა მიგვეცა რომელიმე ქართველი არტისტისთვის შანსი. შესაბამისად, ერთი წელი ვიმუშავეთ იმაზე, რომ მოგვემზადებინა ნიადაგი და წარგვედგინა ქართველი არტისტი და ძალიან სასიხარულოა ის, რომ წელს, ე.წ. შორთლისტში მოხვდა Lua, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და შვიდი დღის განმავლობაში იმუშავებს სხვა კომპოზიტორებთან და არტისტებთან ახალი მუსიკალური ნაწარმოების შექმნაში, რომელიც, როგორც გითხარით მოხდება ამ Songwriting Camp-ის ბოლოს.
რეალურად ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან დიდი აღიარება და საქართველოს გამოჩენა ამ რადარში, იმიტომ რომ აქამდე, არცერთ ქართველს არ ქონია შესაძლებლობა, რომ ამ Camp-ში მიეღო მონაწილეობა არათუ შორთლისტში მოხვედრილიყო.
გვინდა, რომ ამას სისტემური ხასიათი მივცეთ და ყოველ წელს მინიმუმ ერთი ქართველი მოხვდეს Songwriting Camp-ში, რაც იქნება დიდი შანსი ქართველი არტისტებისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდნენ.“
აღსანიშნავია, რომ ქართული მუსიკალური ინდუსტრიის ისტორიაში მსგავს საერთაშორისო მუსიკალურ ფორუმში და Songwriting Camp-ში ქართველი არტისტი პირველად იღებს მონაწილეობას. ეს არტისტი კი, ქართველი მსმენელისთვის ნაცნობი მუსიკოსი Lua, რომელმაც ცოტა ხნის წინ გოგოების ბენდი შექმნა და პირველი ქართულენოვანი სადებიუტო სინგლი „გოგო არ!” გამოსცა.
Lua
„Songwriting Camp-ში აქამდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა. ზოგადად, არანაირ Camp-ში არ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა სურვილი სულ მქონდა და მითუმეტეს ახლა, Songwriting Camp რადგან არის, ჩემი ზუსტი პროფესიის Songwriting-ის შესაბამისია და ძალიან მიხარია, რომ მსგავს გამოცდილებას მივიღებ. საინტერესო ის არის, რომ როგორც ვიცი, ყოველდღე მოგვიწევს ახალი სიმღერის დაწერა, ჩაწერა და მუშაობა, რაც ასევე გამოწვევაა, რადგან სიმღერის წერას მე სპორტულად არ ვუდგები. ეს ერთგვარად ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლა იქნება, მაგრამ ჩემთვის ეს საინტერესოც არის და კარგი გამოცდილებაც. მოლოდინი მაქვს, რომ ბევრი კარგი ვორკშოფი ჩატარდება, როგორც არტისტს და პროდიუსერს გამზრდის, იმიტომ რომ თვითონ ამ Camp-ში აარჩიეს რამდენიმე არტისტი და რამდენიმე არტისტ პროდიუსერი და მე როგორც არტისტ პროდიუსერი ესე მივდივარ. მითუმეტეს ახალი დაწყებული მაქვს პროდიუსინგი და მიხარია, რომ უფრო მეტს გავიგებ ამის შესახებ. ვორკშოფები ზუსტად იმის საშუალებას გაძლევს, რომ ტექნიკურად ხრიკებში და დეტალებში უფრო უკეთ გაერკვე და შენ ცოდნას ახალი შემატო, რაც მერე სამომავლოდ გამოგადგება.
ეს გასვლა იმ მხრივაც არის კარგი, რომ Camp-ის ბოლოს ხდება Palma Record-ში ჩაწერილი შენივე სიმღერების მოსმენა ისეთი ხალხისგან, ვინც საინტერესო არტისტს ეძებს, რის ფარგლებშიც შეიძლება აღმოგაჩინონ და კარგი შეთავაზება მიიღო.“