Jay-Z-მ თავისი ქალიშვილის, ბლუ აივის სახელის ინსპირაცია გაამხილა

როგორც რეპერმა თქვა, მისი სახელი თავდაპირველად ბრუკლინი უნდა ყოფილიყო.
ფოტო: CBS Mornings

დიდი ხნის განმავლობაში ბიონსეს და Jay-Z-ის გულშემატკივრები მიიჩნევდნენ, რომ წყვილის პირველი შვილის, ბლუ აივი (Blue Ivy) კარტერის სახელის ინსპირაცია  Jay-Z-ის ცნობილი Blueprint ალბომების სერია იყო. ახლახან რეპერმა CBS Mornings-თან ინტერვიუში შვილისათვის სახელის შერჩევის ისტორია გაამხილა.

„მისი სახელი თავდაპირველად ბრუკლინი (Brooklyn) უნდა ყოფილიყო. როდესაც ექოსკოპიის ფოტო ვნახეთ, იგი ისეთი პატარა იყო, რომ მეტსახელად Blueberry შევარქვით. მთელი 9 თვის განმავლობაში ასე მოვიხსენიებდით. ამიტომ ყველაფერი ბუნებრივად მოხდა და სახელად Blue ავირჩიეთ“ – თქვა ჰიპ-ჰოპ არტისტმა

Jay-Z-მ შვილის სახელის მეორე ნაწილის, აივის  (Ivy) წარმომავლობა არ განუხილავს. ამავე ინტერვიუში Jay-Z-მ ბლუ აივის ბიონსეს ტურში მონაწილეობაზეც ისაუბრა. როგორც რეპერმა აღნიშნა, 11 წლის შვილის სცენაზე დანახვისას ძალიან ამაყი იყო. „ბლუ დაიბადა ისეთ გარემოში, რომელიც მას არ აურჩევია. დაბადებიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამ პატარა გოგოს შესახებ იმასაც კი განიხილავენ, თუ როგორ ვარცხნილობას ატარებს.  ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ იგი სცენაზე My Power-ის შესრულებისას გამოჩნდა და საკუთარი ძალა დაამტკიცა. უკეთეს სცენარს ვერავინ მოიფიქრებდა“ – თქვა Jay-Z-მ.

ნახეთ რეპერის ინტერვიუ CBS Mornings-თან:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ალბომი – 1989 (Taylor’s Version) კვირის მუსიკალური ჩარტის ლიდერია

შემდეგი სტატია

თბილისში ბაროკოს ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი