მუსიკოსმა და პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა ცოტა ხნის წინ ახალი ალბომი Cosmic Blues გამოსცა, ალბომის შესახებ და სამომავლო გეგმებზე Billboard საქართველოსთან ისაუბრა.
ალბომი Cosmic Blues სხვადასხვა წლებში ბექა გოჩიაშვილის დაწერილ სოლო კომპოზიციებს აერთიანებს. Cosmic Blues-ში თორმეტი კომპოზიცია შედის.
რაც შეეხება ალბომის სახელწოდებას Cosmic Blues, ბექას თქმით, თავად ბლუზი ბევრ სხვა ჟანრში არსებობს, როგორიცაა ჯაზი, ჰიპ-ჰოპი, ფანქი, ამ ალბომში კი ყველა ამ ჟანრის სინთეზი მოხდა.
ალბომის ქავერი მაია სუმბაძემ შექმნა, მიქსინგი და მასტერინგი მიშო ურუშაძეს და თორნიკე გველესიანს ეკუთვნის.
მოისმინეთ ბექა გოჩიაშვილის ალბომი Cosmic Blues და ნახეთ, როგორ იქცა ჯაზის ლეგენდად აღიარებული ჩიკ კორეას რჩევა Keep Your Music on Fire ბექა გოჩიაშვილისთვის მოტივაციის და სტიმულის მიმცემი.