ვინ არის Billboard Music Awards-ის ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი არტისტი?

დრეიკი და ტეილორ სვიფტი
OVO/Republic Records/ Marcelo Endelli/TAS23/Getty Images for TAS Rights Management

ტეილორ სვიფტი და დრეიკი – ორივე არტისტს წარმატებული საღამო ჰქონდა Billboard-ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართა. სვიფტმა 10 ნომინაციაში გაიმარჯვა, რის შედეგადაც ჯამში მისი ჯილდოების რაოდენობამ 39-ს მიაღწია. დრეიკმა კი წელს 5 გამარჯვება მოიპოვა, რითაც ჯამში ასევე 39 ჯილდოს მფლობელი გახდა. შედეგად, ეს ორი ვარსკვლავი Billboard-ის ჯილდოების რაოდენობით ფრეს ინაწილებენ და ამავდროულად არიან ამ ეტაპისთვის ყველა დროის ყველაზე მეტი პრიზის მფლობელები.

სვიფტმა წელს მესამედ მოიგო ტოპ არტისტის ნომინაცია. მანამდე ეს ჯილდო 2013 და 2015 წლებში აქვს მიღებული. იგივე მონაცემები აქვს დრეიკსაც, რომელმაც ტოპ არტისტის წოდება 2017, 2019 და 2022 წლებში დაიმსახურა.

სვიფტმა თავისივე რეკორდი მოხსნა და მეექვსედ მოიგო Billboard-ის ტოპ 200 არტისტის ჯილდო. დრეიკს ეს ნომინაცია ჯერჯერობით სამჯერ აქვს მიღებული.

ორივე არტისტს ორ-ორჯერ აქვს მოგებული Billboard-ის 200 ალბომის ნომინაცია. სვიფტმა 2013 წელს გაიმარჯვა ალბომით Red და 2015 წელს – ალბომით 1989. დრეიკმა კი 2017 წელს – ალბომით Views და 2019 წელს – ალბომით Scorpion.

მიღებული ჯილდოების რაოდენობით სვიფტისთვის წლევანდელი დაჯილდოება, 10 გამარჯვებით, საუკეთესო მაჩვენებელია. Მანამდე მისი რეკორდი 8 პრიზი იყო 2013 და 2015 წლებში. დრეიკისთვის კი აქამდე საუკეთესო წელი 2017 იყო, როცა მან 13 გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ მოდის 2019 წელი 12 ჯილდოთი. წელს კი მიყოლებით მეორე წელია, როცა დრეიკი სახლში ხუთი პრიზით მიდის. 

ტეილორ სვიფტი და დრეიკი ჩარტების მეტოქეები 2000-იან წლებში მათი დებიუტის შემდეგ არიან. სვიფტი Billboard-ის 200 ალბომის ჩარტში პირველად 2006 წლის ნოემბერში მოხვდა, დრეიკის დებიუტამდე (2009) სამი წლით ადრე. 

მათი მონაცემები თანაბარია Billboard-ის 200 ჩარტში. ორივე არტისტს ჩარტის ლიდერი 13 ალბომი, ხოლო ტოპ 10-ში შესული 16 ალბომი აქვს. მაგრამ თუ შევხედავთ პირველ ადგილზე ყოფნის კვირების რაოდენობას, ანგარიში სვიფტის სასარგებლოდ 65:35-ია.

სამაგიეროდ Billboard Hot 100-ში დრეიკი ლიდერობს. მას ჩარტის ლიდერი 13 ჰიტი აქვს, სვიფტს – 11. ტოპ 10-ში დრეიკის 76 სიმღერაა შესული, ხოლო სვიფტის – 49. პირველ ადგილზე გატარებული კვირების ანგარიშიც დრეიკის სასარგებლოდ 56:33-ია. 

სვიფტის ჩარტების წარმატებას დრეიკი თავის სიმღერაშიც კი გამოეხმაურა. Red Button-ში, რომელიც გამხსნელი კომპოზიციაა 17 ნოემბერს გამოსული ალბომის Scary Hours 3 EP, რეპერი მღერის: „ტეილორ სვიფტი ერთადერთია, რომელმაც ჩემი ალბომის გამოცემის გადადება შეძლო.”

საუბარია დრეიკისა და 21 Savage-ის ერთობლივ ალბომზე Her Loss, რომელიც შარშან 28 ოქტომბერს უნდა გამოსულიყო. თუმცა რეპერმა მისი გამოშვების თარიღი 4 ნოემბერს გადაწია, როგორც ჩანს, სწორედ იმიტომ, რომ თავიდან აერიდებინა სვიფტის Midnights-თან კონკურენციაში შესვლა, რომელიც მაშინ ერთი კვირის გამოსული იყო. სტრატეგიამ იმუშავა. Her Loss-მა სვიფტის ალბომი Billboard 200 ალბომის ჩარტის პირველი ადგილიდან ჩამოაგდო. თუმცა მხოლოდ ერთი კვირით.

საინტერესოა, დაირღვევა თუ არა სვიფტისა და დრეიკის ფრე Billboard-ის მომავალი წლის დაჯილდოებაზე?! Ნაკლებ მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე სხვა არტისტმა შეძლოს მათი გადასწრება. Რაც შეეხება Billboard Music Awards-ის ყველა დროის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელთა სიას, მესამე ადგილს ჯასტინ ბიბერი იკავებს 26 გამარჯვებით, შემდეგ მოდის The Weeknd 22 ჯილდოთი, ხოლო 20 ჯილდოთი მეხუთე ადგილზეა გართ ბრუკსი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Anman.land

ქართველი არტისტი Anman.land (ანამარია ბურდული) ლონდონში, ალბერტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში წარდგა

შემდეგი სტატია

Nini Iris „ვოისის” 12 ფინალისტს შორისაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი