„წინანდლის პრემიამ” 2023 წლის ნომინანტები გამოავლინა

ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში ე.წ. შორთლისტი წარადგინა, რომელიც 23 ნომინანტს აერთიანებს.

ზურაბ ჟვანია სახელობის ფონდის სახელოვნებო კონკურსის – „წინანდლის პრემიის” 2023 წლის ნომინანტების ვინაობა ცნობილია. ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში ე.წ. შორთლისტი წარადგინა, რომელიც 23 ნომინანტს აერთიანებს.

ლაურეატების ვინაობა ცნობილი  „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება. დაჯილდოება 2023 წლის 8 დეკემბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში გაიმართება.

მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამარჯვებულებს სოლიდური ფულადი პრემია, ჯილდო, ლაურეატის დიპლომი და სხვა სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

იხილეთ 2023 წლის „წინანდლის პრემიის“ შორთლისტი:

თეატრალური ხელოვნება:

ნიკოლოზ ბაქრაძე, მსახიობი (პრესლის როლი სპექტაკლიდან „ფიწალი დისნეი“)

საბა ასლამაზიშვილი, რეჟისორი

(სპექტაკლი „ქარიშხალი“) 

გიორგი კაშია, რეჟისორი

(სპექტაკლი „ირინეს ბედნიერება“)

კინოხელოვნება:

სანდრო სამხარაძე, მსახიობი 

(ანდროს როლი  სერიალიდან  „ხელოვნური სუნთქვა“)

ელენე  ადამაშვილი, ნატალია  ადამაშვილი, კინორეჟისორები

(მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური

ფილმი „ლანჩხუთი 3 წლის შემდეგ“)

ლევან  ჭყონია, კინორეჟისორი

(მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი  „გულისხმა“)

მუსიკალური  ხელოვნება:

სანდრო გეგეჭკორი, პიანისტი  

(მუსიკალური ალბომი „Ad Infinitum”)

ლაშა ხარხელაური, კომპოზიტორი 

(კომპოზიცია „მუონი“ორკესტრისათვის)

გიორგი კობერიძე, კომპოზიტორი 

(კომპოზიცია „ტყეები, ზღაპრები, ქალაქები, ტყეები“)

მხატვრული  ლიტერატურა (პოეზია):

პაპუნა ფირცხალაიშვილი, პოეტი 

(ლექსები „ლიტერატურული გაზეთი“, N12)

ნინა სამხარაძე, პოეტი

(ლექსები  „ლიტერატურული გაზეთი“ N9) 

თამარ ჟღენტი, პოეტი

 (პოეტური კრებული  „წამისყოფა“)

მხატვრული ლიტერატურა (პროზა):

თათული ღვინიანიძე, მწერალი

(რომანი  „ერთი კვირა ერთ ოთახში”)

ანი ბალიაშვილი, მწერალი 

(რომანი  „ფსკერზე“) 

მათე ბაღაშვილი, მწერალი 

(რომანი „ბეტონებს იქით“)

საბუნებისმეტყველო  მეცნიერებები:

ილია კევლიშვილი, ქიმიკოსი

(„დაძაბულიტრანს-სილაციკლოჰეპტანის სინთეზი და ციკლის-გახსნითიმეტათეზის პოლიმერიზაცია და მისი პოლიმერის ცალიმოლეკულური მექანიკა“)

ლელა ჩიტაძე, ბიოლოგი

(„მხედველობთი იმპრინტინგი შინაურ წიწილებში; ციტოპლაზმური პოლიადენილირების ელემენტის დამაკავშირებელი ცილა 3, პრედისპოზიციები და დასწავლა“)

ქეთევან კოტორაშვილი, ასტროფიზიკოსი

(„რატომ არ მოითხოვს მზეზე უფრო ძველი ვარსკვლავების ბრუნვის ევოლუციის შესწავლა დინამოს მოდის ცვლილებას“)

სახვითი ხელოვნება:

მიშიკო სულაკაური, მულტიმედია არტისტი

 (ინსტალაცია „ქუჯაი ის აღარ არის“)

ქეუ მეფარიშვილი, მულტიმედია არტისტი 

(სოლო გამოფენა “ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე…”)

სალომე ჩიგილაშვილი, მულტიმედია არტისტი  

(სოლო გამოფენა „მუცლის თმა“)

ჰუმანიტარული  მეცნიერებები:

გიორგი ჯღარკავა,  ფილოლოგი, ენათმეცნიერი   

(„ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის საკითხები“)

ნანა აბულაძე, ლიტერატურათმცოდნე: 

(“ორივე სქესი პერსონაჟები და თხრობის ხერხები მარიამ გარიყულისა და მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებში“)

„წინანდლის პრემიის“ ისტორია 1998 წლიდან იწყება. პრემიის დაწესების იდეა, წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა–სემინარზე დაიბადა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. „წინანდლის პრემია“ სწორედ მისი პატრონაჟით ტარდებოდა. უკვე მრავალი წელია პროექტს „ზურაბ ჟვანიას ფონდი“ წარადგენს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები - ხელიხელჩაკიდებულები

ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები – „ხელიხელჩაკიდებულები“

შემდეგი სტატია

თბილისი ბაროკოს ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი