ნინი აირისი The Voice-ის კონკურსს გამოეთიშა

„ჩემი კარიერა ახლა იწყება! მიყვარხართ!” – წერს ნინი სოციალურ ქსელში.
NBC, The Voice

ამერიკულ The Voice-ში ხმის მიცემა დასრულდა. მაყურებელმა ფინალისტები გამოავლინა, რომელთა შორის ქართველი მონაწილე Nini Iris ვერ მოხვდა. 

მას შემდეგ, რაც ხმის მიცემის შედეგები ცნობილი გახდა, Nini Iris-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 

„The Voice მადლობა არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის. ნაილ ჰორან, მადლობა, რომ იყავი საუკეთესო მწვრთნელი და მეგობარი. ჩემი კარიერა ახლა იწყება! მიყვარხართ!” – წერს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ნინი ნახევარფინალში სწორედ მაყურებლების გადაწყვეტილებით, 9 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. ნახევარფინალის ლაივ შოუს დროს მან ოსკარის და გრემის მფლობელი სიმღერა, ბილი აილიშის No Time To Die შეასრულა. კონკურსის ერთ-ერთი ნაწილი  ტეილორ სვიფტის მუსიკალურ შემოქმედებას მიეძღვნა – მონაწილეებისაგან შემდგარმა ტრიოებმა პოპ ვარსკვლავის სიმღერები შეასრულეს. Nini Iris-ის ტრიო სცენაზე სიმღერით Don’t Blame Me წარდგა. 

იხილეთ Nini Iris-ის გამოსვლა The Voice-ის ნახევარფინალში: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მწერალი ზურაბ ქარუმიძე 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

17 დეკემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი