კლუბში Mtkvarze Creams-ის კონცერტი გაიმართა

ლაივის ე.წ. საიდუმლო სტუმარი Kordz აღმოჩნდა, რომელმაც Creams-ის მუსიკის თავისებური ინტერპრეტაცია შეასრულა.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

23 დეკემბერს, კლუბში Mtkvarze ქართველი მუსიკოსის, Creams-ის კონცერტი გაიმართა. ლაივზე არტისტმა თავის ცნობილ ნამუშევრებთან ერთად, ახალი ტრეკებიც შეასრულა, რომლებიც მის ახალ ალბომში შევა. ლაივი ვიზუალური ელემენტებითაც გამოირჩეოდა. რამდენიმე სიმღერის შესრულებისას Creams-ს სცენაზე ქართული “დრეგ სცენის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, Flora Kamikadze შეუერთდა, რომელმაც თავისი პერფორმანსი წარადგინა. 

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

საღამოს დასკვნითი ნაწილი  ლაივის ე.წ. საიდუმლო სტუმრის გამოჩენა იყო. მოწვეული არტისტი Kordz აღმოჩნდა, რომელმაც Creams-ის მუსიკის თავისებური ინტერპრეტაცია შეასრულა.  როგორც არტისტმა „Billboard საქართველოსთან” საუბრისას აღნიშნა, კონცერტისთვის მზადება მისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო პროცესია.  „ქართული აუდიტორია განსაკუთრებულია. ის საკმაოდ კრიტიკულია, თუმცა ეს მომწონს” –  ამბობს Creams.

ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

რაც შეეხება ალბომს, Creams-ის დაანონსებული LP 2024 წელს გამოვადა მასში 14 ტრეკი შევა. ჩანაწერის გამოცემის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. 

„უმეტესი ნაწილი საკმაოდ დინამიკურია. ორი ტრეკი არის ისეთი, რომელიც განსაკუთრებით მშვიდი და მელოდიური. იშვიათად ხდება ისე, რომ ჩემი ნამუშევრები თავიდანვე მომწონდეს. დარელიზების დღემდე დეტალების შეცვლის პროცესში ვარ ხოლმე. ეს LP ის შემთხვევაა, როცა კმაყოფილი ვარ და როგორიც არის ისეთი მომწონს.” – ამბობს Creams ალბომზე საუბრისას.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ქართული ალბომების შესანიშნავი შვიდეული – 2023 წელი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი