Coldplay-ს სიმღერა Yellow მუსიკალური ვიდეოა, რომელიც Youtube-ის ე.წ. მილიარდიან კლუბს შეუერთდა.
2016 წელს Super Bowl-ის მუსიკალური შოუ, ბენდმა სწორედ 2000-იანი წლების ჰიტით Yellow გახსნა. ეს Coldplay-ს მეხუთე მუსიკალური ვიდეოა, რომელმაც Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა. Paradise, Adventure of a Lifetime, The Scientist, და Beyoncé-თან შესრულებული სიმღერა Hymn for the Weekend, Youtube-ის ე.წ. მილიარდიან კლუბში უკვე დიდი ხანია გაწევრიანდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ Coldplay-ს სხვა მუსიკალური კლიპები საკმაოდ მასშტაბური და ფერადია, სიმღერა Yellow-ს კლიპი მინიმალიზმით გამოირჩევა. ვიდეო ერთი უწყვეტი კადრით გადაღებული მუსიკალური კლიპია.
Yellow ბენდის სადებიუტო ალბომ Parachutes-ის მთავარი სინგლია, რომელმაც 2002 წელს, გრემის დაჯილდოებაზე ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო ალბომის ჯილდო მიიღო.
გასულ წელს Coldplay-მ მსოფლიო ტურნე სახელწოდებით Music of the Spheres გააგრძელა, რამაც 2023 წლის Billboard Music Awards-ზე ტოპ როკ-ტურნეს ჯილდო დაიმსახურა.
ნახეთ Coldplay-ს მუსიკალური ვიდეო-კლიპი Yellow