2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე  მაილი საირუსი იმღერებს

16-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში საირუსი პირველად არის წარდგენილი სამ მთავარ ნომინაციაზე.
ფოტო: ჯონ კოპალოფი/Getty Images

4 თებერვალს, ლოს ანჯელესის Crypto.com-ის არენაზე 2024 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. Billboard-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ცერემონიაზე მაილი საირუსი თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსოფლიო ჰიტს, Flowers-ს შეასრულებს. Ცერემონიის პირდაპირ რეპორტაჟს ტელევიზიით კომპანია CBS, ხოლო ინტერნეტით Paramount+ გადასცემენ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გრემის ცერემონია იქნება პირველი შემთხვევა, როცა საირუსი სიმღერას Flowers სატელევიზიო ეთერში შეასრულებს. 

16-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში მაილი საირუსი გრემის სამ მთავარ ნომინაციაზე წელს პირველად იქნა დასახელებული. ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ მომღერალი საუკეთესო ალბომის, საუკეთესო ჩანაწერისა და წლის სიმღერის კატეგორიებში წარადგინა. 

რაც შეეხება Flowers-ს, სინგლად გამოცემის შემდეგ სიმღერამ Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა და ამ პოზიციას რვა კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. სწორედ ეს არის ის მუსიკალური ნამუშევარი, რომელმაც მაილი საირუსის სამ მთავარ ნომინაციაზე წარდგენა განაპირობა. გარდა გრემის  სამი მთავარი კატეგორიისა, საირუსი სიმღერით Flowers ასევე წარდგენილია საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციაში.  

საირუსმა Flowers გრეგორი ალდი ჰაინთან და მაიკლ პოლაკთან ერთად დაწერა. სინგლი შესულია მომღერლის 2023 წლის ალბომში Endless Summer Vacation, რომელიც გრემის დაჯილდოებაზე ასევე წარდგენილია საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის ნომინაციაში. 

გარდა მაილი საირუსისა, გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალურ ნომრებს ასევე  შეასრულებენ ლიუკ კომბსი, ბერნა ბოი, ბილი აილიში, ბილი ჯოელი, დუა ლიპა, ჯონი მიტჩელი, ოლივია როდრიგო, ტრევის სკოტი, SZA და U2. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Saffron Soul

Saffron Soul – ბენდი ავთენტური მუსიკით

შემდეგი სტატია

Natalia Nakopia - Carry On

ნატალია ნაყოფიას ახალი სინგლი Carry On

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი