დუა ლიპამ ახალი ალბომისათვის 97 სიმღერა დაწერა

როგორც მომღერალმა აღნიშნა, ალბომზე მუშაობის პროცესში დეტალებს მეტად უღრმავდებოდა და ბევრ რამეს ცვლიდა.
ფოტო: გილბერტ ფლორსი

გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე მაყურებელმა არაერთი მუსიკალური ნომერი იხილა. მათ შორის იყო დუა ლიპას გამოსვლა – ვარსკვლავმა სცენაზე Training Season და Houdini შეასრულა, დაჯილდოების შემდეგ კი ის ჯიმი კიმელის შოუში იყო მიწვეული, სადაც შემოქმედებით პროცესზე  ისაუბრა.  

როგორც ცნობილია, დუა ლიპა ახალი, რიგით მესამე სტუდიური ალბომის გამოშვებას გეგმავს. გრემიზე შესრულებული სიმღერები სწორედ დაანონსებულო ალბომის სინგლებია. როგორც გაირკვა, ახალ ალბომზე მუშაობის პროცესში დუა ლიპამ 100-მდე სიმღერა დაწერა და Წიგნაკი, რომელშიც მუსიკოსი ამ სიმღერების ტექსტებს იწერდა, შოუს მსვლელობისას  წამყვანმა აუდიტორიას აჩვენა.

“აქ ყველა ის სინგლია, რომელიც ამ ალბომისთვის შევქმენი. 97 სიმღერა დავწერე”, – აღნიშნა დუა ლიპამ. კიმელის კითხვაზე, არის თუ არა მათგან რომელიმე ცუდი, დუამ თქვა – “ბევრი, დაახლოებით 80 მათგანი”. 

დუა ლიპამ თავისი ბოლო ალბომი, Future Nostalgia, 2020 წელს გამოსცა. ჩანაწერმა Billboard 200-ის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა. 

“როცა სიმღერას ვწერ, იმ მომენტშივე ვიცი, როგორია. სხვა ჩანაწერებისაგან განსხვავებით, ამ ალბომში შესული სიმღერები რამდენჯერმე ახლიდან დავწერე. ამას იქამდე ვაკეთებდი, სანამ არ ვიგრძნობდი, რომ ისინი სრულყოფილია.” – აღნიშნა მომღერალმა. “ როგორც სიმღერების ავტორი და როგორც შემსრულებელი, ახლა ბევრად თავდაჯერებული ვარ.” – გაამხილა დუა ლიპამ. 

გადაცემაში სტუმრობისას დუა ლიპას ალბომში შესულ სიმღერებსა და ჩანაწერის გამოსვლის თარიღზე არაფერი უთქვამს. “მინდა ეს გარკვეული პერიოდი საიდუმლოდ დავტოვო. ახლა ვერაფერს გავამხელ”- თქვა მომღერალმა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოზი ოსბორნის თქმით, კანიე უესტმა მისი მუსიკა ნებართვის გარეშე გამოიყენა

შემდეგი სტატია

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2024 წლის ნომინანტების ვინაობა უკვე ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი