შაკირამ ახალი ალბომი დააანონსა

ალბომი 22 მარტს გამოიცემა.

Შვიდწლიანი პაუზის შემდეგ შაკირა ახალ ალბომს გამოსცემს. სტუდიური ნამუშევარი სახელწოდებით Las Mujeres Ya No Lloran (ქალები უკვე აღარ ტირიან) 22 მარტს გამოიცემა. ნამუშევარი ვინილის ფირფიტების სახითაც გამოვა. აღსანიშნავია, რომ ფირფიტების ყდების ფერები განსხვავებული იქნება.

„ამ ალბომზე მუშაობა ალქიმიური პროცესი იყო. თითოეული სიმღერის დაწერისას საკუთარ თავს ახლიდან ვქმნიდი. მათი შესრულებისას ჩემი ცრემლები ბრილიანტებად იქცა, ჩემი დაუცველობა კი – სიძლიერედ” – განაცხადა შაკირამ ალბომის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში. 

ალბომის  სახელწოდება აღებულია მუსიკოსის ცნობილი ტრეკიდან – Bzrp Music Sessions, Vol. 53. სწორედ მისი ტექსტი მოიცავს შემდეგ წინადადებას – „ქალები უკვე აღარ ტირიან, ისინი ფულს შოულობენ”. 

შაკირას ახალი ალბომის გამოსვლის შესახებ ხმები ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა, როცა მომღერალმა სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეო იმ კლიპების კოლაჟი იყო, რომლებიც შაკირას წარსულში გაოუშვია. ვიდეოს აღწერაში მომღერალმა გამომწერებს მიმართა, რომ სიახლეებს დალოდებოდნენ.

ამ დროისთვის შაკირას ბოლო ალბომი, El Dorado, 2017 წელს გამოიცა. ნამუშევარი „ბილბორდის“ ლათინოამერიკული ალბომების ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა. Ჩანაწერში შესულია ისეთი სინგლები, როგორებიც არის Chantaje, La Bicicleta, Deja vu და სხვა.

შაკირამ თავის სამომავლო გეგმებზე ჯერ კიდევ 2023 წელს, „ბილბორდთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მომღერალი შემოქმედებით პროცესს შეეხო და განმარტა, თუ რატომ დასჭირდა ამდენი წელი ახალი ალბომის გამოსაცემად. 

„ბოლოს ალბომი ექვსი წლის წინ გამოვეცი. ხანდახან ვფიქრობ, რომ პოპ-ვარსკვლავობა და მარტოხელა დედობა თავსებადი არ არის. უნდა დავაძინო ბავშვები, შემდეგ წავიდე ხმის ჩამწერ სტუდიაში – ეს ყველაფერი რთულია. როცა არ გყავს ქმარი, რომელიც ბავშვებთან დარჩება, ყველაფერი რთულდება” – განმარტა შაკირამ ინტერვიუში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სელენა გომესი ახალ სიმღერას აანონსებს

შემდეგი სტატია

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი