„ოპენჰაიმერი“ BAFTA-ს ტრიუმფატორია

გრეტა გერვიგის „ბარბიმ“ ვერც ერთი ჯილდო ვერ მოიპოვა.
ლუდვიგ გორანსონი 2024 წლის BAFTA-ს კინოდაჯილდოებაზე
Samir Hussein/WireImage

კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ 2024 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის დაჯილდოების (BAFTA) ტრიუმფატორია. ცერემონია 18 თებერვალს ლონდონში გაიმართა და მას Doctor Who-ს მსახიობი დევიდ ტენანტი უძღვებოდა.

„ოპენჰაიმერი” ჯამში შვიდი ნომინაციის გამარჯვებული გახდა. მათ შორისაა საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი), საუკეთესო მსახიობი კაცი (კილიან მერფი), მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (რობერტ დაუნი უმცროსი) და საუკეთესო მუსიკალური გაფორმება (ლუდვიგ გორანსონი).

„ოპენჰაიმერის” შემდეგ მოდის იორგოს ლანთიმოსის ფილმი Poor Things, რომელსაც ხუთი ჯილდო ხვდა წილად. მათ შორის პრიზი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის (ემა სტოუნი). 

BAFTA-ს გამარჯვებულების უმრავლესობას 10 მარტს ოსკარსაც უწინასწარმეტყველებენ. მათ შორის არიან დავინ ჯოი რენდოლფი, ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ფილმისთვის The Holdovers. მართალია BAFTA ვერ მოიგო, თუმცა ოსკარის მიღების დიდი შანსი აქვს პოლ გიამატისაც – საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში.

Საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის BAFTA გორანსონმა პირველად მოიგო. ბოლო ათი წლის განმავლობაში კი ცხრაჯერ ოსკარი BAFTA-ს ამავე კატეგორიის გამარჯვებულებს ხვდათ წილად. თუ გორანსონი წელს ოსკარსაც მიიღებს, ამ ნომინაციაში ეს მისი მეორე ჯილდო იქნება. 5 წლის წინ პირველი ოსკარი მან ფილმისთვის „შავი პანტერა“ დაიმსახურა. 

მიუხედავად ცხრა ნომინაციისა, ვერც ერთი ჯილდო ვერ მიიღო ფილმმა Killers of the Flower Moon. ასევე ფილმებმა: „მაესტრო“ (შვიდი ნომინაცია), Strangers (ექვსი ნომინაცია), Saltburn (ხუთი ნომინაცია) და „ბარბი“ (ხუთი ნომინაცია). აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სიმღერის ნომინაცია, რომლისთვისაც „ბარბის“ ოსკარს უწინასწარმეტყველებენ, BAFTA-ს არ აქვს. 

წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმი „20 დღე მარიუპოლში“ გახდა, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ორი მუსიკალური დოკუმენტური ფილმი – American Symphony და Wham!.

ნომინაციების წარმდგენებს შორის იყვნენ დუა ლიპა და დევიდ ბექჰემი. პრინცი უილიამი კი, რომელიც 2010 წლის თებერვლიდან BAFTA-ს პრეზიდენტია, ცერემონიას თვალს დარბაზიდან ადევნებდა.

ნახეთ BAFTA-ს გამარჯვებულთა სია:

საუკეთესო ფილმი:

Anatomy of a Fall 

The Holdovers 

Killers of the Flower Moon 

გამარჯვებული: Oppenheimer 

Poor Things

საუკეთესო მსახიობი ქალი:

ფანტაზია ბარინო, The Color Purple 

სანდრა ჰულერი , Anatomy of a Fall 

კერი მულიგანი, Maestro 

ვივიენ ოპარა, Rye Lane

მარგო რობი , Barbie

გამარჯვებული: ემა სტოუნი, Poor Things

საუკეთესო მსახიობი კაცი

ბრედლი კუპერი, Maestro

კოლმენ დომინგო, Rustin

პოლ გიამატი, The Holdovers

ბარი კეოგანი, Saltburn

გამარჯვებული: კილიან მერფი, Oppenheimer

ტეო იუ, Past Lives

ქალის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი:

ემილი ბლანტი, Oppenheimer

დანიელ ბრუკსი, The Color Purple

კლერ ფოი, All of Us Strangers

სანდრა ჰულერი, The Zone of Interest

როსამუნდ პაიკი, Saltburn

გამარჯვებული: დავინ ჯოი რენდოლფი, The Holdovers

კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი:

რობერტ დე ნირო, Killers of the Flower Moon

გამარჯვებული: რობერტ დაუნი უმცროსი, Oppenheimer 

ჯეიკობ ელორდი, Saltburn

რაიან გოსლინგი, Barbie

პოლ მესკალი, All of Us Strangers

დომინიკ სესა, The Holdovers

საუკეთესო რეჟისორი                                                                         

All of Us Strangers, ენდრიუ ჰეიგი

Anatomy of a Fall, ჯასტინ ტრიე

The Holdovers, ალექსანდრ პეინი

Maestro, ბრედლი კუპერი

გამარჯვებული Oppenheimer, კრისტოფერ ნოლანი

The Zone of Interest, ჯონათან გლეიზერი

საუკეთესო ორიგინალი სცენარი:

გამარჯვებული: Anatomy of a Fall, ჯასტინ ტრიე, ართურ ჰარარი

Barbie, გრეტა გერვიგი, ნოა ბაუმბახი 

The Holdovers, დევიდ ჰემინგსონი

Maestro, ბრედლი კუპერი, ჯოშ სინგერი

Past Lives, სელინ სონგი

საუკეთესო მუსიკალური გაფორმება:

Killers of the Flower Moon, რობი რობერტსონი

გამარჯვებული: Oppenheimer, ლუდვიგ გორანსონი

Poor Things, ჯერსკინ ფენდრიქსი 

Saltburn, ენთონი უილისი

Spider-Man: Across the Spider-Verse, დენიელ პემბერტონი

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: 

20 Days in Mariupol 

Anatomy of a Fall 

Past Lives

Society of the Snow 

გამარჯვებული: The Zone of Interest

საუკეთესო ანიმაციური ფილმი: 

გამარჯვებული: The Boy and the Heron 

Chicken Run: Dawn of the Nugget 

Elemental 

Spider-Man: Across the Spider-Verse 

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:

გამარჯვებული: 20 Days in Mariupol 

American Symphony 

Beyond Utopia 

Still: A Michael J. Fox Movie 

Wham! 

ნომინაციების სრული სია იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნიმ 50 წლის წინ მოპარული გიტარა დაიბრუნა

შემდეგი სტატია

Soft Eject - Please, just carry on

Soft Eject-ის ყველაზე ცნობილი სიმღერის  შექმნის ისტორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი