ბილი აილიში ამბობს, რომ შეყვარებულს კრისტიან ბეილის სიზმარში ნახვის შემდეგ დაშორდა

„გავიღვიძე და გონს მოვედი,” – იხუმრა მომღერალმა.
ბილი აილიში და ფინეასი სტუმრად ამელია დიმოლდენბერგთან


ბილი აილიში ბეტმენის ფანია – იმ დონეზე, რომ მის გამო ერთხელ სასიყვარულო ურთიერთობაც კი დაასრულა.

22 წლის მომღერალი და მისი ძმა ფინეასი ამელია დიმოლდენბერგის იუთუბ გადაცემა Chicken Shop Date-ს სტუმრობდნენ. როცა წამყვანი და სტუმრები ხუმრობდნენ, იყო თუ არა Ocean Eyes კილიან მერფის შესახებ დაწერილი, აილიშმა ძმას სიტყვა გააწყვეტინა და აღნიშნა, რომ ბეტმენი მისთვის ერთადერთი და განუმეორებელია. მომღერალმა აღიარა, რომ სუპერგმირებზე ბევრი არაფერი იცის, თუმცა ძალიან უყვარს კრისტიან ბეილი – ბეტმენის როლის შემსრულებელი კრისტოფერ ნოლანის Dark Knight ტრილოგიაში.  

„სიმართლე უნდა ვთქვა” – დაიწყო აილიშმა. – „რამდენიმე წლის წინ კრისტიან ბეილი დამესიზმრა პატარა კაფეში მზის შუქზე და სწორედ ამ სიზმარმა მიმახვედრა, რომ ჩემს მაშინდელ შეყვარებულს უნდა დავშორებოდი. მართლაც, გავიღვიძე და გონს მოვეგე.”

და-ძმის ერთობლივი სიმღერა What Was I Made For?, კინოფილმისთვის „ბარბი”, 2024 წლის ოსკარზე საუკეთესო სიმღერის კატეგორიაშია წარდგენილი. „ჩვენთვის დიდი პატივია, ამ ნომინაციაში რომ დაგვასახელეს,” –  აღნიშნეს მუსიკოსებმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. „როგორც კინოს, კინომუსიკისა და ოსკარის ფანები, უსაზღვროდ მადლობლები ვართ აკადემიისა და მისი წევრების, რადგან ისეთი კომპოზიტორების გვერდით ვდგავართ, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანა კრისტიან დიორის მოდის ჩვენებაზე, 2024 წლის 2 იანვარი, პარიზი. ფოტო: სტეფანე კარდინალე

ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად, ინდოეთში საქორწინო წვეულებაზე რიანამ სრული კონცერტი გამართა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი და პეტი მალეტი, 2020 წლის 27 იანვარი, კალიფორნია. ფოტო: კევინ მაზური.

ჯასტინ ბიბერის დედა შვილის 30 წლის იუბილეზე მისი ბავშვობის ფოტოებს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი