Nick Cave & the Bad Seeds გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის ქალაქებში საკონცერტო ტურნეს აანონსებს

ტურნე სტარტს 2024 წლის შემოდგომაზე აიღებს.
ფოტო: იან ალენი

მუსიკალური ჯგუფი სახელწოდებით Nick Cave & the Bad Seeds გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის მასშტაბით საკონცერტო ტურნეს გამართავს. ჯგუფის მე-18 სტუდიური ალბომის, Wild God-ის მხარდამჭერი ტურნე სტარტს 2024 წლის შემოდგომაზე აიღებს და დიდ საკონცერტო სტადიონებსა და დარბაზებს გააერთიანებს.  ტურნე ევროპის დიდ ქალაქებს მოიცავს, მათ შორის არის პარიზი, სადაც კონცერტი 17 ნოემბერს, Accor Arena-ზე გაიმართება. 

ბენდის ამჟამინდელ შემადგენლობაში ნიკ ქეივთან ერთად არიან თომას ვაიდლერი, მარტინ ქეისი, ჯიმ სკლავუნოსი, ჯორჯს ვიჯესტიკა და ქეივის მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორი, უარენ ელისი. სწორედ ელისია დაანონსებული ალბომის პროდიუსერი. 

Wild God 30 აგვისტოს გამოვა. ალბომს ნიკ ქეივის მუსიკალური ლეიბლი მსოფლიო გავრცელების ექსკლუზიური ლიცენციით გამოსცემს. Wild God მოიცავს კოლაბორაციებს Radiohead-ის კოლინ გრინვუდთან და ლუის ალმაუსთან. 

იხილეთ  Nick Cave & The Bad Seeds-ის 2024 წლის ტურნეს კონცერტების თარიღები და სხვა დეტალები. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Cake Recipe – ქართულმა ჯგუფმა Zuk n’ Sos სადებიუტო ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

კანიე უესტი, 2022 წლის 3 მარტს, მაიამი.

კანიე უესტის თქმით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოსული მუსიკის ყველა ჟანრი მისი გამოგონილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი