არიანა გრანდეს ბებია ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მოხვდა

98 წლის ნონნა ჩარტში წარმოდგენილია 55-ე ადგილზე სიმღერით Ordinary Things, რომელიც არიანა გრანდეს ახალ ალბომშია შესული.
ფოტო: კევინ მაზური/WireImage

არიანა გრანდეს ბებია მარჯორი გრანდე,  მეტსახელით ნონნა (იტალიურად ბებია) Billboard-ის მუსიკალურ ჩარტების ისტორიაში  ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა, რომელიც  Billboard Hot 100-ში მოხვდა. 98 წლის ქალი ჩარტში წარმოდგენილია 55-ე ადგილზე სიმღერით Ordinary Things, რომელიც არიანამ მასთან ერთად ჩაწერა. უფრო კონკრეტულად კი სიმღერის ერთ-ერთ მონაკვეთში  გრანდეს ბებიის საუბრის აუდიოჩანაწერი გვესმის. სიმღერა შესულია არიანა გრანდეს ახალ ჰიტად ქცეულ ალბომში Eternal Sunshine.

არიანა გრანდეს ბებიამ ფრედ სტობას რეკორდი მოხსნა, რომელიც 96 წლის იყო, როცა სიმღერით Oh Sweet Lorraine მუსიკალურ ჩარტებში მოხვდა. Green Shoe Studio-ს მიერ ჩაწერილ სიმღერას ჯეიკობ კოლგენი ასრულებს, ტექსტი კი სწორედ ფრედ სტობას ეკუთვნის. Oh Sweet Lorraine-ის აღნიშნული ჩანაწერი Hot 100-ის ჩარტში 2013 წელს მოხვდა და 42-ე ადგილს ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა.

ჩარტებში წარმოდგენილი ყველაზე ასაკოვანი არტისტების სიაში მესამე ადგილს ტონი ბენეტი იკავებს. ის 85 წლის იყო, როცა სიმღერით Body and Soul 2011 წელს Hot 100-ის ჩარტში მოხვდა. 

„ყოველთვის ვიწერ ნონნას საუბარს, რადგან არასოდეს იცი, რას გეტყვის. ნონნას და მისი მეგობრის, შირლის 30-წუთიანი ჩანაწერი მქონდა”- აღნიშნა არიანა გრანდემ რადიო  Apple Music 1-თან ინტერვიუში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

შემდეგი სტატია

ქართველმა მუსიკოსებმა დელიბის ოპერიდან „ლაკმე” ცნობილი „ყვავილების დუეტი” ჩაწერეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მუსიკალური გამომცემლების ეროვნული ასოციაცია Spotify-ს არალიცენზირებული მასალის განთავსებაში ადანაშაულებს

ასოციაციამ Spotify-ს ოფიციალური წერილით მიმართა და ამ მასალის პლატფორმიდან ამოღება მოსთხოვა.
მეტი

TBILISI NEWCOMERS 2024

Tbilisi Newcomers 2024-ზე საკონკურსო ნამუშევრების მიღებამდე ერთი დღე რჩება.
მეტი

Wicked-ის კადრს მიღმა სცენებში არიანა გრანდე და სინთია ერივო როლზე დამტკიცებას ემოციურად ხვდებიან

პრემიერამდე რამდენიმე თვით ადრე კინოსტუდია Universal Pictures-მა კადრს მიღმა დარჩენილი სცენების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარი გმირები პროექტზე საუბრობენ.
მეტი