2024 წლის  iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ბიონსე ნოვატორის ჯილდოს მიიღებს

ღონისძიებას ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ლუდაკრისი წარადგენს.
Beyoncé ფოტო: მეისონ პული
Beyoncé ფოტო: მეისონ პული

პლატფორმა iHeartMedia-მ და FOX Entertainment-მა 21 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რის მიხედვითაც 2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ბიონსეს ნოვატორის ჯილდო მიენიჭება. ამ ჯილდოს გამარჯვებულები გასულ წლებში ტეილორ სვიფტი, ალისია კისი, ბრუნო მარსი, U2, Chance the Rapper და სხვა ცნობილი შემსრულებლები არიან.

iHeartRadio-ს მუსიკალური დაჯილდოება 2024 წლის 1 აპრილს, ლოს-ანჯელესში,  Dolby Theatre-ში გაიმართება, სამი დღით ადრე კი, 29 მარტს, ბიონსე თავისი 2022 წლის სამმოქმედებიან ალბომ Renaissance-ის მეორე მოქმედებას წარადგენს.

2024 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებას ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი ლუდაკრისი გაუძღვება. 

„მოუთმენლად ველი 2024 წლის  iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებას და საუკეთესო მუსიკოსებთან ერთად სცენის გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საოცარი საღამო, სადაც გულშემატკივრების რჩეულ არტისტებს დავაჯილდოვებთ“ – თქვა  ლუდაკრისმა.

iHeartRadio-ს ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება წელს მეთერთმეტედ გაიმართება. ღონისძიებაზე გასული წლის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლებსა და სიმღერებს გამოარჩევენ, რომელიც  iHeartRadio-ის ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე, იყო გაჟღერებული. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია 1 აპრილს ტელეკომპანია FOX-ით გადაიცემა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რუსთაველის თეატრის სცენაზე ბექა გოჩიაშვილის კონცერტი გაიმართა

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეობის წარმომადგენლების თქმით, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მისმა დედამ 55 მილიონი დოლარი მიიღო

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი