აფხაზური სიმღერა „შიშ-ნანი“ – თეონა ცირამუა

სიმღერა, რომელიც გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელის, თეონა ცირამუასთვის განსაკუთრებულია
თეონა ცირამუა - გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი
თეონა ცირამუა – გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი

„შიშ-ნანი“ აფხაზური სიმღერაა და მუჰაჯირობის მძიმე პერიოდის ეპიზოდს გვიყვება.  ლეგენდის მიხედვით, როდესაც ტყვეები ნავით გადაჰყავდათ, დედას შვილი სიცივეში გაეყინა.  ნავზე ზედმეტი ,,ტვირთი” არავის სჭირდებოდა და გარდაცვლილებს წყალში ყრიდნენ. შვილის შესანარჩუნებლად დედა გაყინულ ბავშვს ისე უმღეროდა, როგორც ცოცხალს. სწორედ ეს ისტორია გახდა თეონა ცირამუასთვის ბიძგი, რომ ეს სიმღერა გორის ქალთა გუნდს შეესრულებინა. 

თეონა ცირამუა გვიყვება სიმღერა „შიშ-ნანის“ ისტორიას.

„გუნდს მოვუყევი სიმღერის შინაარსი, მერე პარტიტურა გავარჩიეთ და  ისეთი მუხტი დატრიალდა სარეპეტიციოში, ხან ერთი ტიროდა, ხან მეორე და ხან მესამე… არ მავიწყდება ის რეპეტიცია…“

სიმღერის მუსიკის ავტორი ივან ლაკრბა გახლავთ, ტექსტის კი ბაგრატ შინკუბა.

მოისმინეთ სიმღერა „შიშ-ნანი“ გორის ქალთა გუნდის და თეონა ცირამუას შესრულებით.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაკ მილერის აქამდე გამოუქვეყნებელი ტრეკი The Quest მუსიკალურ პლატფორმებზე განთავსდა

შემდეგი სტატია

მაურიციო პოლინი, 2017 წლის 9 იანვარი, ბოლონიის თეატრში. ფოტო: რობერტო სერა

ცნობილი იტალიელი პიანისტი მაურიციო პოლინი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი