თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტა“ და პიანისტმა თამარ ლიჩელმა ინდოეთში კონცერტი გამართეს

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსა და ინდოეთის ორკესტრების ურთიერთთანამშრომლობა შედგა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მუმბაის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის (NCPA) მიწვევით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ და პიანისტი თამარ ლიჩელი, ინდოეთში, საკონცერტო ტურნეზე იმყოფებოდნენ.

11 მარტს ჯუჰუს Prithvi Theatre-ში პირველი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ღვაწლმოსილი ინდოელი მსახიობის, პრიტვირაჯ კაპურის სახელს უკავშირდებოდა. თეატრი ინდური ხელოვნების ღირებულებების მატარებელია და მის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. 

მეორე კონცერტი 12 მარტს, მუმბაის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული  ცენტრის (NCPA) Tata Theatre-ში ჩატარდა.

NCPA ინდოეთის მთავარი კულტურული ინსტიტუციაა, რომელიც 1969 წელს დაარსდა და სამხრეთ აზიაში პირველი მრავალსივრციანი და მრავალჟანრული კულტურული ცენტრია. 

ყოველწლიურად აქ 700-ზე მეტი ღონისძიება ტარდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ვარსკვლავი თუ საერთაშორისოდ აღიარებული ორკესტრი სტუმრობს, მათ შორის ვენის ფილარმონიული, ბავარიის სახელმწიფო, ისრაელის ფილარმონიული, ლონდონის სიმფონიური და სხვა ორკესტრები, ამ ჩამონათვალს წელს პირველად  შეემატა „საქართველოს სინფონიეტა“.  

11 და 12 მარტს კონცერტებმა სრული ანშლაგით და დიდი წარმატებით ჩაიარა. ქართველმა მუსიკოსებმა ინდოელი მსმენელებისთვის ფელიქს მენდელსონის, ფრანც შუბერტისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები შეასრულეს. ცნობილმა ქართველმა პიანისტმა თამარ ლიჩელმა ფელიქს მენდელსონის ურთულესი საფორტეპიანო კონცერტი ბრწყინვალედ შეასრულა და მსმენელები თავისი ვირტუოზულობით, მუსიკალურობითა და არტისტიზმით მოხიბლა.

აღსანიშნავია,  რომ კულტურათა დიალოგი შედგა და სულხან ცინცაძის „მინიატიურები“ ქართულ ორკესტრთან ერთად, ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმაც დაუკრეს. განსაკუთრებულად ემოციური  ცინცაძის ერთ-ერთი მინიატიურის, „ინდური ცეკვის“ შესრულება გახლდათ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. 

ქვეყნის ერთადერთი პროფესიული ორკესტრი, ინდოეთის სიმფონიური ორკესტრი (SOI), NCPA ცენტრის ხელმძღვანელმა ხუშრუ ნ. სუნტუკომმა და მევიოლინე მარატ ბისენგალიევმა 2006 წელს დააარსეს. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი მარატ ბისენგალიევი თავად ესწრებოდა ქართველი მუსიკოსების კონცერტს Tata Theatre-ში და კონცერტის მერე „საქართველოს სინფონიეტას“ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიორგი ქერელაშვილთან ერთად სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზეც ისაუბრა.

მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობა  2024 წლის ოქტომბერში გაგრძელდება, როდესაც ინდოეთის სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები თბილისში ჩამოვლენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოსამართლის გადაწყვეტილებით, Diddy-ს წინააღმდეგ ჯგუფური გაუპატიურების საქმე ანონიმური არ იქნება

შემდეგი სტატია

„რადისონ ბლუ ივერია” ლევან ჭოღოშვილის გამოფენას მასპინძლობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პაპუნა შარიქაძე

ქართველი ჯაზ პიანისტის, კომპოზიტორისა და მომღერლის, პაპუნა შარიქაძის სადებიუტო კონცერტი ნიუ იორკში

„ბევრი რამ პირველად შესრულდება, მათ შორის ჩემი ახალი სიმღერა „ჯაზი საზღვრებს გარეშე”. მინდა, რომ სიმღერის ელემენტი დავაბრუნო ჩემს მუსიკაში.“ - პაპუნა შარიქაძე
მეტი
სელინ დიონი The 1001 Seasons of ELIE SAAB -ის ღონისძიებაზე - ერ-რიადი

სელინ დიონი Elie Saab-ის ჩვენებაზე  ერ-რიადში შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

13 ნოემბერს, დიზაინერ ელი სააბის 45 წლიანი კარიერის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სელინ დიონმა ცნობილი ჰიტები შეასრულა
მეტი
DICK VALENTINE (ELECTRIC SIX) IN TBILISI

Electric Six-ის ფრონტმენის, დიკ ვალენტაინის კონცერტი თბილისში – ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Electric Six მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში 1996 წელს ჩამოყალიბდა.  როკის, დისკოს, გარაჟ როკის, მეტალის, ახალი…
მეტი

31 ოქტომბერს „დაგდაგანის” ბოლო კონცერტი გაიმართება

ქართული როკ ბენდის, „დაგდაგანის” ვოკალისტმა ცოტნე გორგოშიძემ სოციალურ ქსელში ჯგუფის დაშლის შესახებ პოსტი გააზიარა.  მუსიკოსის თქმით, ბენდი კონცერტის…
მეტი