ცნობილი საქსოფონისტი კეისი ბენჯამინი გარდაიცვალა

კეისი ბენჯამინი ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის პროექტის წევრი იყო და თბილისს ბოლოს 2023 წლის დეკემბერში, Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში სტუმრობდა.
კეისი ბენჯამინი

გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი – საქსოფონისტი, ვოკოდერისტი, პროდიუსერი და  კომპოზიტორი, 2 გრემის მფლობელი კეისი ბენჯამინი. ინფორმაცია დღეს გავრცელდა, თუმცა მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გარდაცვალების მიზეზი ჯერ არ დაუსახელებიათ. მუსიკოსი 46 წლის იყო. 

სხვადასხვა დროს კეისი ბენჯამინი ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობდა, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი, ბიონსე, ჯონ ლეჯენდი და სხვები. ის უკრავდა ბექა გოჩიაშვილისა და DJ Logic-ის ერთობლივ პროექტშიც, რომლითაც თბილისს ბოლოს 2023 წლის დეკემბერში, Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ეწვია. 

„ჰოლივუდმა კიდევ ერთი ძვირფასი ქვა დაკარგა,” – ასე ეხმაურებიან კეისი ბენჯამინის გარდაცვალებას მედიაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ინტერვიუ მერაბ სეფაშვილთან, რომლის შესრულებული სიმღერაც ქართული საფეხბურთო გამარჯვების ჰიმნად იქცა

შემდეგი სტატია

ლაშა გაბუნია ჯგუფ „სახლის” აქამდე უცნობ სიმღერებს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი