„ბილბორდი” 2024 წლის GLAAD Media Award-ის გამარჯვებული გახდა

ეს 2018 წლის შემდეგ „ბილბორდისთვის” GLAAD-ის მეორე ჯილდოა.
GLAAD Media Awards 2024
Bryan Bedder/Getty Images for GLAAD

ლოს-ანჯელესის ღონისძიებიდან ორი თვის შემდეგ 2024 წლის GLAAD Media Awards-მა ნიუ-იორკში გადმოინაცვლა და დარჩენილი გამარჯვებულები გამოავლინა. 

წლევანდელ გამარჯვებულთა შორის იყო „ბილბორდიც”. გამორჩეული ბეჭდური სტატიისთვის ჯილდო Billboard Pride-ის რედაქტორის, სტივენ დოუს 2023 წლის ივნისში გამოქვეყნებულმა სტატიამ დაიმსახურა, რომელიც დრეგ არტისტებს ეძღვნება. ეს 2018 წლის შემდეგ „ბილბორდისთვის” GLAAD-ის მეორე ჯილდოა. 

GLAAD Media Awards მედია დაჯილდოებაა, რომელიც ლგბტ თემის ირგვლივ შექმნილ საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს. სატელევიზიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის გარდა, ჯილდო ვრცელდება ხელოვნების ისეთ სფეროებზეც, როგორებიცაა თეატრი, ფილმი, მუსიკა და რეკლამა. დაჯილდოება 1990 წლიდან ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში იმართება. 

ნომინაციებისა და გამარჯვებულების სია ნახეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Incognito ფოტო: გიო მაჭავარიანი

ლეგენდარული ბენდი INCOGNITO Republic Event Hall-ის სცენაზე წარდგა

შემდეგი სტატია

ცნობილი ჯაზ-საქსოფონისტი დევიდ სენბორნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი

ნახეთ როსალიას სრული სიტყვა “ბილბორდის” 2026 წლის Latin Women in Music-ის დაჯილდოებაზე, სადაც ის წლის ქალად დასახელდა

„ძალიან მინდა, ადამიანებს ეშინოდეთ იმ ქალების, რომლებიც ჩემს სიმღერებს უსმენენ.”
მეტი