გარდაიცვალა ტრისტან სარალიძე

მსახიობი 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის დასის წევრი იყო. შესრულებული აქვს არაერთი კინოროლი.

თეატრისა და კინოს მსახიობი ტრისტან სარალიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

სარალიძე 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. თეატრის სცენაზე ნათამაშები აქვს როლები ისეთ სპექტაკლებში, როგორებიცაა „კავკასიური ცარცის წრე”, „კაცია-ადამიანი?!”, „მეფე ლირი”, „მაკბეთი”, „მერე რა რომ სველია სველი იასამანი”, „კვაჭი კვაჭანტირაძე”, „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ”, „საბრალდებო დასკვნა”, „თორმეტი განრისხებული მამაკაცი” და სხვები.

ასევე ასევე შესრულებული აქვს არაერთი კინოროლი. განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს ფილმმა „სიყვარული ყველას უნდა” მოუტანა, სადაც ის გივილოს პერსონაჟს ასახიერებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შონ „Diddy” კომბსს სექსუალური ძალადობის გამო კიდევ ერთი ქალი უჩივის

შემდეგი სტატია

ito

თბილისში მუსიკალური ფესტივალი Into the Open გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი