Black Eyed Peas-ის კონცერტი თბილისში

გრანდიოზული კონცერტი 7 ივლისს გაიმართება

არაერთგზის გრემის მფლობელი ცნობილი ამერიკული მუსიკალური ჯგუფი Black Eyed Peas 7 ივლისს დინამო არენაზე კონცერტს Stage Love Affair-ის ორგანიზებით გამართავს.  

The Black Eyed Peas-ის მუსიკა ძირითადად ჰიპ-ჰოპს, პოპს R&B-ს და ელექტრონულ მუსიკას მოიცავს. ბენდი 1995 წელს ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა. Ჯგუფის მესამე სტუდიურმა ალბომმა Elephunk მათ მუსიკალურ კარიერაში მთავარი როლი შეასრულა. ალბომში შესულია ისეთი ჰიტები როგორიცაა Where Is the Love? ჯასტინ ტიმბერლეიკის მონაწილეობით, Shut Up და Let’s Get It Started. 2005 წელს გამოსულ ალბომ Monkey Business-ში კი შესულია ჯგუფის ცნობილი სიმღერები Don’t Phunk with My Heart, My Humps და Pump It. სიმღერა Pump It-ში დიდწილად გამოყენებულია მუსიკა დიკ დეილის 1962 წლის Misirlou-დან, რომელიც კვენტინ ტარანტინოს 1994 წლის ფილმიდან Pulp Fiction არის ცნობილი. ჰიტმა Billboard Hot 100-ში მე-18 ადგილი დაიკავა.

მთლიანობაში 80 მილიონი ჩანაწერის გაყიდვით The Black Eyed Peas ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესოდ გაყიდვად ჯგუფად იქცა. Მათი ბოლო  პროექტი 2020 წელს გამოსული ალბომი Translation გახლავთ, სადაც პოპ-ჟღერადობის ელემენტები და ლათინოამერიკული მუსიკის გავლენა იგრძნობა. ალბომზე ბენდმა ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან შაკირა, მალუმა და ჯეი ბალვინი. 

აღსანიშნავია, რომ  Black Eyed Peas-მა 2019 წელს შეკვეთილში Black Sea Arena-ზე ერთხელ უკვე გამართა გრანდიოზული კონცერტი, წელს კი უკვე თბილისში, დინამო არენაზე, საზაფხულო ტურნეს ფარგლებში, 7 ივლისს მსმენელს დაუვიწყარ შოუს ჰპირდება. 

ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნახეთ ალბომები, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში გამოვა

შემდეგი სტატია

ელტონ ჯონი გამოსამშვიდობებელ Farewell Yellow Brick Road ტურნეზე, 2022 წლის 17 ნოემბერი, დოჯერის სტადიონი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: სკოტ დუდელსონი

ელტონ ჯონის ახალი დოკუმენტური ფილმის დებიუტი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი