ნახეთ ალბომები, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში გამოვა

სიაშია ის ალბომები, რომელთა გამოსვლაც ამ ეტაპზე უკვე დაანონსებულია.
Megan Thee Stallion
Bethany Vargas

2023 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ახალი ალბომებით ისეთი არტისტებისგან, როგორებიცა არიან ტეილორ სვიფტი (Taylor’s Versions of Speak Now და 1989), დრეიკი (For All the Dogs და Scary Hours edition), Bad Bunny (Nadie Sabe Lo Que Va a Pasar Mañana), ნიკი მინაჟი (Pink Friday 2), მორგან უოლენი (One Thing at a Time) და ბევრი სხვა. თუმცა, როგორც ჩანს გასულ წელს არც 2024 წელი ჩამორჩება.

წელს უკვე გამოვიდა ისეთი არტისტების ალბომები, როგორებიცაა დუა ლიპა (Radical Optimism), ლენი კრავიცი, შერილ კროუ და სხვები. მათ შორისაა კანიე უესტისა და ტაი დოლა საინის სამნაწილიან ალბომ Vultures-ის პირველი ნაწილიც. ამასთანავე, უკვე გამოსულ ჩანაწერებს შორისაა წლის ყველაზე გრანდიოზულად დაანონსებული ალბომები: ტეილორ სვიფტის The Tortured Poets Department, რომლის გამოსვლაც პოპვარსკვლავმა გრემის ჯილდოს მიღებისას პირდაპირ სცენიდან გამოაცხადა და ბიონსეს Cowboy Carter, რომელიც მან Super Bowl-ის რეკლამაში დააანონსა.

თუმცა, მიუხედავად დაანონსებული პროექტებისა, ხანდახან მათი გამოცემა სხვადასხვა მიზეზით გვიანდება (მაგალითად, კანიე უესტისა და ტაი დოლა საინის Vultures-ის მეორე და მესამე ნაწილი) ან, პირიქით, გამოსვლამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე ხდება ცნობილი. ჩვენ გთავაზობთ კალენდარს იმ ალბომებისა, რომელთა გამოსვლაც წელს უკვე დაანონსებულია. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლოა სია კიდევ შეიცვალოს.

ივნისი

21 ივნისი:
გრეისი აბრამსი – The Secret of Us
Kehlani – Crash

28 ივნისი:
კამილა კაბეიო – C,XOXO
Imagine Dragons – Loom
Megan Thee Stallion – MEGAN

ივლისი

12 ივლისი:
Common x Pete Rock – The Auditorium Vol. 1
ENHYPEN – Romance : Untold
მეგან მორონი – Am I Okay?
Phish – Evolve 

19 ივლისი:
Jimin –  MUSE

26 ივლისი:
Ice Spice – Y2K 

აგვისტო

23 აგვისტო:
ლეინი უილსონი – Whirlwind
საბრინა კარპენტერი – Short n’ Sweet

30 აგვისტო:
Nick Cave and The Bad Seeds – Wild God

სექტემბერი

13 სექტემბერი:
Snow Patrol – The Forest Is the Path (Polydor Records)

ოქტომბერი 

4 ოქტომბერი:
Coldplay – Moon Music

11 ოქტომბერი:
The Offspring – Supercharged

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი დააკავეს

შემდეგი სტატია

Black Eyed Peas-ის კონცერტი თბილისში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი