ჯასტინ ტიმბერლეიკი დააკავეს

მომღერლის თქმით, მას მხოლოდ ერთი მარტინი ჰქონდა დალეული.
ჯასტინ ტიმბერლეიკი კელი კლარკსონის შოუში
Weiss Eubanks/NBCUniversal via Getty Images

ჯასტინ ტიმბერლეიკი მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის დროს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნიუ-იორკში რესტორნიდან მეგობრის სახლში მიდიოდა. როგორც ტიმბერლეიკის ადვოკატმა „სიენენს” უთხრა, მომღერალი ამჟამად გათავისუფლებულია და წარდგენილი აქვს ბრალდება ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის.

ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც „ბილბორდმა” მოიპოვა, ტიმბერლეიკმა პოლიციას უთხრა, რომ მას მხოლოდ ერთი მარტინი ჰქონდა დალეული. ამავე ანგარიშში წერია, რომ ჯასტინი გზაზე მას შემდეგ გააჩერეს, რაც გაჩერების საგზაო ნიშანს არ დაემორჩილა, გზა განაგრძო და ამასთანავე, ვერ ახერხებდა მოძრაობის თავის ზოლში შენარჩუნებას. 

„როგორც გაირკვა, ბრალდებული მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მისი თვალები ჩაწითლებული და გაშტერებული იყო. ჰქონდა ალკოჰოლის ძლიერი სუნი, რომელსაც სუნთქვის დროს გამოყოფდა. მას არ შეეძლო კონცენტრირება, ჰქონდა შენელებული საუბარი, ვერ ახერხებდა ფეხზე მყარად დგომას და ვერ გაიარა სტანდარტული სიფხიზლის ტესტები,” – აღნიშნულია ანგარიშში, რომელშიც ასევე მოყვანილია თავად ტიმბერლეიკის ციტატაც: „ერთი მარტინი დავლიე და ჩემს მეგობრებს სახლში გავყევი.”

ჯასტინ ტიმბერლეიკი
Sag Harbor Police Department

„ბატონი ტიმბერლეიკი დავაპატიმრეთ და ერთი ღამით გავაჩერეთ. დილას კი ბრალდება წარედგინა და გირაოთი გათავისუფლდა,” –  აღნიშნავს პოლიციის დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში. მომღერლის ადვოკატმა „ბილბორდთან” კომენტარი არ გააკეთა.

ტიმბერლეიკის შემდეგი სასამართლო მოსმენა 26 ივლისს ჩაინიშნა – იმ დღეს, როცა მომღერალი კონცერტს კრაკოვში მართავს Forget Tomorrow მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, რომელშიც ამჟამად იმყოფება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Coldplay ფოტო: ანა ლიი

Coldplay მეათე სტუდიური ალბომის, Moon Music-ის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ ალბომები, რომლებიც 2024 წლის განმავლობაში გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი