არიანა გრანდე მამაკაც მსახიობებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

არიანა გრანდეს ხმის შეცვლის გამო აკრიტიკებენ, „ღმერთმა ქნას, გლინდასავით შემეძლოს დაცემინება“ – ამბობს პოპ-ვარსკვლავი
არიანა გრანდე 2024 წლის 10 მარტს ოსკარის დაჯილდოებაზე, ფოტო: არტურო ჰოლმსი
არიანა გრანდე 2024 წლის 10 მარტს ოსკარის დაჯილდოებაზე, ფოტო: არტურო ჰოლმსი

არიანა გრანდე იმ კრიტიკას ეხმიანება, რაც ბოლო თვეების განმავლობაში მისი ხმის ტემბრის შეცვლამ გამოიწვია. პოპ-ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ მამაკაც მსახიობებს იშვიათად აკრიტიკებენ ასეთ დროს.  მომავალ ფილმ Wicked-ში გლინდას როლის განსახირებას კი საკმაოდ დიდი კრიტიკა მოჰყვა.

9 ივლისს არიანა გრანდე სტუმრად Shut Up Evan პოდკასტში იმყოფებოდა, რა დროსაც ხმის ტემბრის ფაქტორებზე ისაუბრა. გასულ თვეს ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც არიანა გრანდე პენი ბედგლისთან საუბრისას მოულოდნელად ცვლის ხმის ტემბრს. პოპ-ვარსკვლავმა ამის შესახებ კომენტარი გააკეთა: „თითქმის ორი წელია ასე ვსაუბრობ“  და დაამატა, რომ ეს ფილმ Wicked-თვის დამუშავებული ვოკალია, სადაც მისი როლი  ხმის მაღალ რეგისტრს საჭიროებდა. 

Katz-ის შოუში არიანა გრანდე კიდევ უფრო დეტალურად ჰყვება ამის შესახებ; „უბრალოდ, დიდხანს მიწევდა ამ პერსონაჟის როლის განსახიერება, თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი და სხვადასხვა ხმას ვირგებდი, რათა ჩემი როლი კარგად შემესრულებინა. ხმა იგივე ინსტრუმენტია და კუნთების მეხსიერება ნამდვილად რეალურია. ეს ნორმალური მოვლენაა ადამიანისთვის, ვინც ხმის გარდაქმნაზე მუშაობს.“

მომღერალმა ყურადღება მამაკაც მსახიობებზეც გაამახვილა, რა დროსაც თქვა, რომ მამაკაც მსახიობებს როლების გარდაქმნისას ყოველთვის აქებენ, თუმცა მის შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა. “ხშირად მსმენია, როდესაც მამაკაც მსახიობს როლის ტრანსფორმაციის დროს აქებენ და ამბობენ, რომ ის ბრწყინვალე შემსრულებელია. ცოტა უცნაურია, ასეთი დაკვირვების ქვეშ რომ ვარ. ადამიანები იცვლებიან და შესაბამისად ჩვევებიც ეცვლებათ.“ ამბობს არიანა გრანდე.

მოუსმინეთ არიანა გრანდეს ინტერვიუს Shut Up პოდკასტში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ დილანი 1974 წელი - ფოტო: ბარი ფაინშტაინი

ბობ დილანი ასობით გამოუქვეყნებელი სიმღერის კრებულს აანონსებს – 27-დისკიანი ბოქს-სეტი 20 სექტემბერს გამოვა.

შემდეგი სტატია

Iveria Beach-ის ზაფხულის მუსიკალური სეზონი დაიწყო – მსმენელის წინაშე გერმანიაში მოღვაწე არტისტი BONDI წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

დონალდ ტრამპი 2024 წლის 10 სექტემბერი r> MATTHEW HATCHER/AFP via Getty Images

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტის განცხადებას გამოეხმაურა – „მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მის შოუ ბიზნესზე” – თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა

ტეილორ სვიფტმა განცხადებაში მხარი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს დაუჭირა
მეტი
ტეილორ სვიფტი The Eras - ტურნეზე, 2024 წლის 29 მაისი, ესპანეთი Xavi Torrent/TAS24/Getty Images for TAS Rights Management

ტეილორ სვიფტი პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებს

„მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას მეტის მიღწევა შეუძლია, თუ ჩვენ სიმშვიდით და არა ქაოსით ვიხელმძღვანელებთ", - აცხადებს სვიფტი
მეტი
ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური

უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
მეტი
კიმ კარდაშიანი - ფოტო: ალექს ბუერ გრიფინი

კიმ კარდაშიანის ვაჟი ცდილობს დედას სპორტსმენი პარტნიორი მოუძებნოს

კიმ კარდაშიანი ჯიმი ფელონთან The Tonight Show-ში იმყოფებოდა, რა დროსაც მან პირად ურთიერთობებზეც ისაუბრა. იგი ამჟამად არავის ხვდება,…
მეტი