მერაია კერის დედა და და ერთ დღეს გარდაიცვალნენ

დეტალები მომღერლის ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ ამ დრომდე უცნობია.
მერაია კერი
Kevin Mazur

მერაია კერის დედა პატრიცია და და ელისონი გარდაიცვალნენ. როგორც „ბილბორდი” ადასტურებს, მომღერალმა ოჯახის წევრები ერთსა და იმავე დღეს, რამდენიმე საათის დაშორებით დაკარგა.

„გული მაქვს მოკლული, რადგან წინა კვირას დედა დავკარგე. სამწუხაროდ, ამავე დღეს ჩემი დაც გარდაიცვალა. ბედნიერი ვარ, რომ გარდაცვალებამდე ბოლო კვირა დედასთან ერთად გავატარე. ვაფასებ ყველას სიყვარულსა და მხარდაჭერას და ჩემი პირადი სივრცის პატივისცემას ამ მძიმე პერიოდში,” – წერს მომღერალი განცხადებაში.

სხვა დეტალები კერის ოჯახის წევრების გარდაცვალების შესახებ ამ დრომდე უცნობია.

პატრიცია კერი ყოფილი ოპერის მომღერალი და ვოკალის მასწავლებელი იყო. ის დაქორწინებული იყო ალფრედ როი კერიზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა: ელისონი, მერაია და მორგანი. წყვილი ერთმანეთს მაშინ დაშორდა, როცა მერაია 3 წლის იყო. ალფრედი 2002 წელს გარდაიცვალა.

მერაია კერის, რომელიც თავად ორი შვილის დედაა, არაერთხელ უსაუბრია ოჯახის წევრებთან დაძაბულ ურთიერთობაზე. „ჩვენი ურთიერთობა ეკლიანი თოკია სიამაყის, ტკივილის, სირცხვილის, მადლიერების, ეჭვიანობის, აღიარებისა და იმედგაცრუებისა,” – წერს მომღერალი თავის მემუარებში The Meaning of Mariah Carey.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: პირველი ნაწილი

შემდეგი სტატია

Coldplay Anna Lee

Coldplay-მ და მეგი როჯერსმა ტეილორ სვიფტის პატივსაცემად ვენაში მისი სიმღერა შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი