Metallica პატივს მიაგებს გულშემატკივარს, რომელიც 23 აგვისტოს კანადაში მათი კონცერტის დროს გარდაიცვალა.
ჯგუფმა სოციალურ ქსელში გულწრფელი და ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა და მწუხარება გამოთქვა მათი თაყვანისმცემლის გარდაცვალების გამო.
„პარასკევს, 23 აგვისტოს, ედმონტში ჩვენ Metallica-ს ოჯახის წევრი დავკარგეთ. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა, მიწიერი სხეული დატოვა და ახალ თავგადასავალში გადაეშვა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ მან სიცოცხლის ბოლო, და იმედია, მხიარული წუთები, ჩვენთან ერთად გაატარა. სამძიმარს ვუცხადებთ ლორნის ოჯახს და მის მეგობრებს. სიყვარულითა და პატივისცემით, Metallica”.
ლორნის მეგობარმა ტრაგიკული მოვლენის შესახებ Metallica-ს ფეისბუქ ჯგუფში დაწერა. „ჩვენ მას ვიკინგს ვეძახდით. ძალიან მოგვენატრება. გთხოვთ, Metallica-ს სიმღერა იმღერეთ და ჭიქა ასწიეთ ვიკინგის პატივსაცემად.”
Metallica ამჟამად მსოფლიო ტურში იმყოფება, რომელიც 2023 წლის ალბომ 72 Seasons-ის მხარდასაჭერი ტურნეა. ალბომი Billboard 200-ის პირველ ადგილზე გავიდა.