საბრინა კარპენტერის სიმღერა Espresso ბილბორდის 2024 წლის ზაფხულის გლობალურ სიმღერებში პირველ ადგილზეა

საბრინა კარპენტერი ერთადერთი არტისტია, ვისი ორი სიმღერაც ზაფხულის სეზონის სიმღერებს შორის ტოპ ათეულშია შესული
Საბრინა კარპენტერი Espresso Courtesy Photo
Საბრინა კარპენტერი Espresso
Courtesy Photo

საბრინა კარპენტერის სიმღერა ბილბორდის გლობალურ სიმღერებს შორის პირველ ადგილზეა. რეიტინგი  Billboard Global 200-ის ჩარტს ეფუძნება, რომელიც კვლევისთვის Luminate-ის მონაცემებს იყენებს. 8 ივნისიდან 7 სექტემბრის ჩათვლით Luminate-ის  მიერ  200-ზე მეტი ქვეყნის მონაცემები შეჯამდა.

ივნისში სიმღერამ Espresso პირველი ადგილი დაიკავა და საუკეთესო სამეულში პოზიციას 14 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა. შედარებისთვის, ბილი აილიშის სიმღერა Birds of a Feather და საბრინა კარპენტერის ერთ-ერთი ჰიტი Please Please Please ბილბორდ 200-ის სამეულში 6 კვირის განმავლობაში პოზიციონირებდა. შედეგად, 2024 წლის ზაფხულის გლობალურ ჩარტში ბილი აილიშის სიმღერა მე-2 ადგილზე, ხოლო საბრინა კარპენტერის ჰიტი Please Please Please მე-4 ადგილზე გავიდა.

ნახეთ 2024 წლის ზაფხულის ტოპ-ათეული, სადაც საბრინა კარპენტერი ერთადერთი არტისტია, რომლის ორი სიმღერაც ტოპ 10-ში არის შესული:

  1. Espresso – საბრინა კარპენტერი
  2. Birds of a Feather – ბილი აილიში
  3. A Bar Song (Tipsy)– Shaboozey
  4. Please Please Please –საბრინა კარპენტერი
  5. Not Like Us – კენდრიკ ლამარი
  6. I Had Some Help – Post Malone  და მორგან უოლენი 
  7. Beautiful Things – ბენსონ ბუნე 
  8. Million Dollar Baby – ტომი რიჩმანი 
  9. Too Sweet – Hozier
  10. Gata Only – FloyyMenor X კრის ემჯეი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ შადეს პირველი ახალი სიმღერა შევა ალბომში, რომელიც ტრანსგენდერთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

შემდეგი სტატია

„კოლხეთი” – ნატალია ნაყოფია ახალ სიმღერას აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი